ტრენინგზე დამსწრეებს ინფორმაცია მიეწოდათ ფინანსური განათლების ისეთ თემებზე, როგორებიცაა ბიუჯეტირება, პირადი ბიუჯეტის მართვა, ხარჯებისა და შემოსავლების ბალანსი, ფინანსური პროდუქტები და მათი თავისებურებები. ტრენინგზე განხილული იყო ასევე, ფინანსური უსაფრთხოების საკითხები, ფინანსური თაღლითობის ტიპები და ძირითადი მახასიათებლები, დაიფარა სახელშეკრულების პირობების შედარების მნიშვნელობისა და საფინანსო პროდუქტების შერჩევის პრაქტიკული საკითხები.
ტრენინგს 17 მონაწილე ესწრებოდა, დაწესებულების ბიბლიოთეკას ფინედუსგან საგანმანათლებლო სახელმძღვანელოები გადაეცა.