კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინედუს ტრენინგი „მარნეულის კოლეჯის“ ახალგაზრდებისათვის

28 ოქტომბერს, სტუდენტების საერთაშორისო დღის კამპანიის ფარგლებში, ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუმ“ პროფესიული განათლების დაწესებულებაში „მარნეულის კოლეჯი“ ახალგაზრდებს  სპეციალური ტრენინგკურსი „ფინანსური განათლების გზამკვლევი სტუდენტებისთვის“ ჩაუტარა.

ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებს ინფორმაცია მიეწოდათ ფინანსური განათლების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: საფინანსო სისტემა, ფინანსური პროდუქტები, მომხმარებლის უფლებები და ფინანსური უსაფრთხოება. 

ტრენინგის დასასრულს სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ სპეციალურ ვიქტორინაში, რომლის გამარჯვებულებსაც ფინედუსგან სამახსოვრო ბრენდირებული და შემეცნებითი შინაარსის საჩუქრები გადაეცათ. 

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდები ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტია, შესაბამისად, ფინედუ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მათს მხარდაჭერას სხვადასხვა შემეცნებითი არხებით.