ქალების კვირეულს ფინედუ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტრენინგით გამოეხმაურა, რომელიც 6 მარტს ასოციაცია "საქართველოს ესოეს ბავშვთა სოფელთან“ ერთად ჩატარდა. ტრენინგის მიზანი იყო ქალების გაძლიერება ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევისა და თავდაჯერებულობის ამაღლების პროცესში.
ტრენინგი მოიცავდა სამ ძირითად თემას
- ბიუჯეტირება,
- დაზოგვა,
- ფინანსური უსაფრთხოება
თითოეული თემა წარმოდგენილი იყო მინი ლექციისა და პრაქტიკული აქტივობების სახით. ტრენინგის მომხსენებლები იყვნენ როგორც ფინედუს წარმომადგენლები, ისე "საქართველოს ესოეს ბავშვთა სოფელის" ტრენერები.
პროექტი განხორციელდა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და „ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა - VIBEs for youth" ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ ქალების ფინანსური განათლება ეროვნული ბანკის მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს და ფინედუს გუნდი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ქალების მხარდაჭერას ფინანსური ცნობიერების ამაღლების მიზნით.