I ადგილი - გუნდი "The Basel bros", თავისუფალი უნივერსიტეტი
- ქეთი ზირაქაშვილი
- თორნიკე მინდოდაური
- დავით შონია
- გრიგორ შავერდაშვილი
II ადგილი - გუნდი "Fractal", კავკასიის უნივერსიტეტი
- ანა საყვარელიძე
- ოთარ ტოტოჩია
- გიორგი ღაძაძე
III ადგილი - გუნდი "Finlock", შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- ნუციკო ხურცილავა
- ნინო სისაური
- თამარ წამალაშვილი
- ნანა დარსალია
- ლიზა ჭილაშვილი
გამარჯვებული გუნდები პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით დაჯილდოვდებიან შემდეგი ოდენობის ფულადი პრიზებით:
I ადგილი - 4 000 ლარიანი ფულადი პრიზი;
II ადგილი - 2 000 ლარიანი ფულადი პრიზი;
III ადგილი - 1 500 ლარიანი ფულადი პრიზი.
კონკურსი მიზნად ისახავდა სტუდენტებში ცენტრალური ბანკის საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მათში გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების წახალისებას. კონკურსის ფარგლებში სტუდენტთა გუნდებმა განიხილეს ცენტრალური ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებული დილემები და ჟიურის წევრებს გადაწყვეტის საკუთარი გზები შესთავაზეს. ასევე, კონკურსის ფარგლებში, სების სხვადასხვა დეპარტამეტნის წარმომდგენლებმა მონაწილე გუნდებს გააცნეს ცენტრალური ბანკის საქმიანობა, გამოწვევები და უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს.
კონკურსის დასკვნითი, ფინალური რაუნდი, 5 დეკემბერს გაიმართა და გამარჯვებულები ეროვნული ბანკის 9 თანამშრომლით წარმოდგენილმა ჟიურიმ გამოავლინა.
კონკურსი ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუს" (www.finedu.gov.ge) ინიციატივით დაიგეგმა და ბაზისბანკის, თიბისი ბანკის, მიკრო ბანკი ემბისისა და კრედო ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა.