კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინედუს სასკოლო კუთხეებს ახალი რესურსები დაემატა

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გახსნილ ფინედუს სასკოლო ბიბლიოთეკების კუთხეებს ახალი საგანმანათლებლო რესურსები დაემატა. ამიერიდან ამ სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საშუალება ექნებათ, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს (www.finedu.gov.ge) მიერ შექმნილი ახალი საგანმანთლებლო რესურსები - ფაზლები, სამაგიდე თამაშები, საინფორმაციო ფლაერები, კროსვორდები - პირველმა გამოიყენონ. 

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული კუთხეები გაიხსნა მიმდინარე წელს წიგნისა და საავტორო უფლებების დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფარგლებში. შედეგად საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 7 ქალაქსა და 9 სოფელში 21 გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა, რომელთაც კონკურსის დამთავრებისთანავე ფინედუს საგანმანათლებლო მასალა მიეწოდათ.  სკოლებმა კი გამოყენებული მასალებით  კონკურსის ფარგლებში გამოგზავნილი პროექტების განხორციელება დაიწყეს: შექმნეს ფინანსური განათლების კლუბები, ჩაატარეს ტრენინგები, ჩაწერეს პოდკასტები და სხვა.  აღნიშნული პროექტები სამომავლოდაც ინტენსიურად გაგრძელდება.

ამჯერად, დაზოგვის მსოფლიო დღის კამპანიის ფარგლებში ფინედუს წარმომადგენლები  21-ივე გამარჯვებულ სკოლას ეწვივნენ და მოსწავლეებთან თავადაც ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები. 

ფინედუ მომავალშიც განაგრძობს მოსწავლე-ახალგაზრდობისა და მასწავლებლების მხარდაჭერას და არაერთ საინტერესო ღონისძიებას წარუდგენს საზოგადოებას.

კონკურსის გამარჯვებული მასწავლებლები და სკოლები:

  • არჩილ თოდუა - სსიპ ქალაქ ზუგდიდის № 9 საჯარო სკოლა;
  • ბაია მაჩიტიძე - სსიპ ქალაქ ქუთაისის № 33 საჯარო სკოლა;
  • გუგული ანანიძე - სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლა;
  • თეა (ნატო) ლომიტაშვილი - სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარის საჯარო სკოლა;
  • თეა ხუროშვილი - სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლა;
  • იზოლდა არზუმანიდუ - სსიპ ქალაქ ბოლნისის № 5 საჯარო სკოლა;
  • ინგა გეგეშიძე - სსიპ ქალაქ ბათუმის № 16 საჯარო სკოლა;
  • ირინა ჭაფოძე - სსიპ ქალაქ ქუთაისის № 45 საჯარო სკოლა (რესურსსკოლა);
  • ირმა ქარდავა - სსიპ ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის ქალაქ ჯვარის № 1 საჯარო სკოლა,
  • ლალი თავართქილაძე - შპს ლედა სკოლა მონპარნასი (ქ. ბათუმი);
  • ნანა კუპრეიშვილი - შპს ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქ. ქუთაისი);
  • ნინო გაბუნია - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის № 3 საჯარო სკოლა;
  • ნინო კახნიაშვილი - სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლა;
  • ნინო სამხარაული - სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის № 3 საჯარო სკოლა;
  • ნინო სამხარაული - სსიპ შალვა ბედოიძის სახელობის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის №1 საჯარო სკოლა;
  • ნოდარ ცაგარეიშვილი - სსიპ აფხაზეთის № 5 საჯარო სკოლა;
  • რუსუდან გონაშვილი - სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა;
  • სოფიო ქუხილავა - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლა;
  • ქრისტინა ქუთათელაძე - ააიპ წყალტუბოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია;
  • ხათუნა დუმბაძე - სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლა.
  • თეა ჭუმბურიძე და ფაქიზო-ფატი ფანჩულიძე - სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს № 1 საჯარო სკოლა.