კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინედუს ტრენინგი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

ფინედუს საგანმანათლებლო პროექტები გრძელდება. 25 ოქტომბერს ეროვნული ბანკის ფინასური განათლების განყოფილების თანამშრომლები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ და სტუდენტებს სპეციალური ტრენინგი ჩაუტარეს თემაზე: „გზამკვლევი  სტუდენტების ფინანსური დამოუკიდებლობისთვის“

ტრენინგის მიზანი იყო რეგიონში მცხოვრები სტუდენტების გაძლიერება ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევისა და თავდაჯერებულობის ამაღლების პროცესში.  საგანმანათლებლო დანიშნულებასთან ერთად,  პროექტმა მონაწილეებს  სოციალიზაციისა და ახალი კონტაქტების შეძენის კარგი საშუალებაც მისცა.

შეხვედრა ჩატარდა სამ სესიად  და დაიფარა ისეთი თემები, როგორებიცაა: 

  • სტუდენტები კარიერის საწყის ეტაპზე, 
  • ბიუჯეტირება, 
  • დაზოგვა.

თითოეული თემა მოიცავდა როგორც სალექციო ნაწილს, ისე პრაქტიკულ დავალებებსაც. 

ტრენინგის დასასრულს თითოეულ მონაწილეს გადაეცა  მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. გარდა ამისა,  სტუდენტებს დაურიგდათ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული საგანმანათლებლო მასალა. 

ფინედუს გუნდი მადლობას უხდის თითოეულ მონაწილესა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის. 

აქვე აღვნიშნავთ, რომ  ახალგაზრდობის სეგმენტი ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზნობრივი ჯგუფია და სტუდენტური სეგმენტის გაძლიერება ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ამიტომ ეროვნული ბანკი და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პორტალი, ფინედუ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სტუდენტების მხარდაჭერასა და მათში სწორი ფინანსური ცოდნის, ქცევისა და დამოკიდებულების გავრცელებას ტრენინგების, ლექციების, კონკურსებისა და სხვადასხვა ფორმატის აქტივობების საშუალებით.