კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინედუ - პროექტ ინტელექტიადას მხარდამჭერი

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუ სკოლის მოსწავლეების ფინანსური წიგნიერების ასამაღლებლად საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. 

ამჯერად ფინედუ  ორგანიზაცია „ნოვატორთა აუდიტორიის“ „ინტელექტიადა 2024 - შემოდგომის სეზონის“ ღონისძიებაში ჩაერთო. აღნიშნული პროექტი, რომელიც „რა? სად? როდის?“ ტიპის ინტელექტუალურ თამაშებს ითვალისწინებდა,  იმერეთის მასშტაბით ჩატარდა და მასში კერძო და საჯარო სკოლების 133-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების მიწოდების გზით სხვადასხვა შემეცნებითი ინფორმაციის გავრცელებას მიზნად ისახავდა. 

ფინედუ პროექტში ფინანსური განათლების თემატური შეკითხვებით იყო წარმოდგენილი. სპეციალური შეკითხვები ორ კატეგორიაში, V-VII და VII-IX კლასების 600-მდე მოსწავლისათვის მომზადდა. გამარჯვებულებს კი ბრენდირებული ნივთები და ბეჭდური საგანმანათლებლო მასალა გადაეცათ. 

ფინედუ მომავალშიც განაგრძობს შემეცნებითი პროექტების მხარდაჭერასა და ფინანსური განათლების გავრცელებას ყველა შესაძლო არხით.