კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინედუ - ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს კონკურსის „წლის მოსწავლეთა კომპანია“-ს ფინალის მხარდამჭერი

29 მაისს ფინედუ „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ პროგრამის, „მეწარმეობის საფუძვლები”-ს სწავლების ფარგლებში შექმნილი მოსწავლეთა კომპანიების კონკურსის „წლის მოსწავლეთა კომპანია“-ს ფინალში ჩაერთო.  ღონისძიებაზე მოსწავლეების ფინალისტმა კომპანიებმა წარადგინეს პრეზენტაციები, კომპანიის რეპორტები და მოკლე ვიდეოები, რომლის საფუძველზეც გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი - საქართველოს "წლის მოსწავლეთა კომპანია 2025". ის ქვეყნის სახელით მონაწილეობას მიიღებს ევროპის მასშტაბურ „სამეწარმეო განათლების ფესტივალში“ რომელიც წელს ქალაქ ათენში, 1-დან 3 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

ღონისძიებაზე დასახელდა 2025 წლის “საუკეთესო მეწარმეობის მასწავლებელი” და “წლის სამეწარმეო სკოლა”, რომელიც წარადგენს საქართველოს ევროპის TES Award-ის დაჯილდოებაზე.

„ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ (www.jag.ge) 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში JA მსოფლიოს სახელით, რომლის პროგრამები აღიარებულია European Training Foundation (ETF)-ის, ევროკომისიისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

ფინედუ აღნიშნულ კონკურსში წარმოდგენილი იყო ჟიურიში. კონკურსის ყველა ფინალისტს ფინედუს მიერ შემუშავებული ბეჭდური საგანმანათლებლო მასალა გადაეცა, ხოლო ფინედუს რჩეულ გუნდს დამატებით ფინედუს ბრენდირებული ნივთები. 

ფინედუ მიესალმება მსგავსი ტიპის სხვა ინიციატივებსაც და მომავალშიც განაგრძობს შემეცნებითი პროექტების მხარდაჭერას.