შეხვედრა მიზნად ისახავდა ემიგრანტების ცნობიერების ამაღლებას ფინანსური განათლების სხვადასხვა თემასა და საფინანსო ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებზე, რაც საბოლოო ჯამში, მათ ფინანსური მიზნების სწორად დასახვასა და გამომუშავებული თანხების ოპტიმალურად განკარგვაში დაეხმარება.
აღსანიშნავია, რომ ფინედუს ორგანიზებით ემიგრანტებსა და მათი ოჯახის წევრებთან რამდენიმე პირისპირ და ონლაინ საგანმანათლებლო შეხვედრა უკვე ჩატარდა, თუმცა იტალია პირველი ქვეყანაა, სადაც ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრა მათსავე ემიგრაციის ქვეყანაში გაიმართა. მონაწილეებმა შეკითხვები დასვეს მათთვის საინტერესო საკითხებზე და არაერთხელ აღნიშნეს მსგავსი შეხვედრების, ინფორმაციის გაცვლის და ფინანსური განათლების აქტივობების აუცილებლობა.
შეხვედრის ბოლოს ფლორენციის, ემპოლისა და რეჯო კალაბრიას ქართულ საკვირაო სკოლების წარმომადგენლებს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ქართულენოვანი საგანმანათლებლო მასალები გადაეცათ.