კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების აკადემიური, საკანონმდებლო, სამუზეუმო და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები, მიზნად ისახავდა ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ დისკუსიასა და გამოცდილების გაზიარებას.
კონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების წარმომადგენელმა, თინათინ გუჯაბიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივები და გამოცდილებით მიღებული ცოდნა ფინანსური განათლების მიმართულებით. სხვა მიღწევებს შორის უცხოელ კოლეგებს გაუზიარა გამოცდილება ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის განახლების, ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ (www.finedu.gov.ge) შემუშავების, სასკოლო სასწავლო გეგმებში ფინანსური წიგნიერების საკითხების ინტეგრირებისა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფზე გათვლილი მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტების შესახებ.