ჰაკათონი საგანმანათლებლო დანიშნულებით განხორციელდა და მისი ძირითადი თემა იყო „კიბერინოვაცია“ (Cyber Innovation). პროექტი მიზნად ისახავდა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების გადამზადებას თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ასევე, ინოვაციური სტარტაპიდეების გენერირებას კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით. აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ თემას ფინანსური განათლება წარმოადგენდა და მოიცავდა როგორც საგანმანათლებლო სესიებს, ისე პრაქტიკულ აქტივობებს.
ახალგაზრდები ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი სეგმენტია. სწორედ ამიტომ ეროვნული ბანკიც ჩაერთო აღნიშნულ პროექტში. ფინედუს გუნდის წარმომადგენელმა ჰაკათონის მონაწილეებს ფინანსური განათლებისა და ფინანსური უსაფრთხოების შესახებ შეხვედრა ჩაუტარა და მონაწილე გუნდებს პრაქტიკული დავალება მისცა. გარდა ამისა, პროექტის მონაწილეებს ფინედუსგან სიმბოლური საჩუქრებიც (ბრენდირებული ნივთები და საგანმანათლებლო მასალა) გადაეცათ.