ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი კამპანიის ფარგლებში „ფინედუ“ შაორის ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრა და საინფორმაციო ინტერაქციული ტრენინგები ჩაატარა. შეხვედრები ორ ნაკადთან ჩატარდა და მასში 200-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. ფინედუს წარმომადგენელმა ახალგაზრდებს ეროვნული ბანკის საქმიანობა გააცნო და ფინანსური განათლების შესახებ ესაუბრა. დისკუსია გაიმართა ფინანსების მართვის, დაზოგვის და ბიუჯეტირების გამოწვევებსა და მნიშვნელობაზე, საუბარი ასევე შეეხო დაზღვევას, ფინანსურ თაღლითობას, საბანკო პროდუქტებსა და მომხმარებლის უფლებებს. საგანმანათლებლო სესიების განმავლობაში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ სახალისო და შემეცნებით ჯგუფურ აქტივობებში, რაც ემსახურებოდა ფინანსური განათლების მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დისკუსიის წახალისებას.
“შაორის ახალგაზრდული ბანაკის” სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ეგიდით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მთავარ მიზანს ახალგაზრდებისთვის აქტიურ დასვენებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია, მათი ფიზიკური, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა, პატრიოტული ღირებულებების წახალისება წარმოადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკსა და სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ თანამშრომლობა ხორციელდება ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, რომლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სეგმენტი ახალგაზრდობაა.