კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინანსური განათლების სასკოლო კლუბები ეროვნულ ბანკში

მოსწავლე-ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ასამაღლებლად საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუ“  ფინანსური განათლების თემაზე საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების მორიგ ნაკადს მასპინძლობდა.

ეროვნულ ბანკის სათავო ოფისსა და საკასო ცენტრს ბოლო 3 თვის განმავლობაში ამჯერად უკვე არა კლასები, არამედ სკოლების ფინანსური განათლების კლუბების VIII-XII კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ. შეხვედრების ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ეროვნული ბანკის ფუნქციებს, ემსჯელათ ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან ფინანსურ საკითხებზე, როგორებიცაა ბიუჯეტირება და დაზოგვა, საბანკო პროდუქტები და მომხმარებლების უფლებები, ფინანსური სისტემა და ფინანსური უსაფრთხოება, შეესრულებინათ სხვადასხვა პრაქტიკული სავარჯიშო და ჩართულიყვნენ  სახალისო თემატურ თამაშებში. 

შეხვედრებზე მიწოდებული ინფორმაცია გამოყენებით ახალგაზრდებს პირადი ფინანსების მართვის გაუმჯობესებასა და ფინანსური განათლების საჭიროების გააზრებაში დაეხმარება.  

დეკემბერი-თებერვლის განმავლობაში ეროვნულ ბანკს ჯამში 350 მოსწავლე ესტუმრა თბილისისა და რეგიონების ქვემოთ ჩამოთვლილი 21 სკოლიდან:

სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ქვიტირის საჯარო სკოლა - კახაბერ ჩაკვეტაძე

შპს „ქუთაისის სკოლა მერმისი“ - ნათელა ჯანელიძე

სსიპ ქ. თბილისის N 106-ე საჯარო სკოლა - თამარ გეგიძე

სსიპ შალვა ბედოიძის სახელობის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. სართიჭალის N1 საჯარო სკოლა - ნინო სამხარაული

სსიპ კასპი მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო ჭალის საჯარო სკოლა - ირმა ზაქარიაშვილი

სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ბებნისის საჯარო სკოლა - ეთერ ლუკაშვილი

სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა მათემატიკის N 199-ე საჯარო სკოლა - მაია გესლაიძე

სსიპ ლაგოდეხია მუნიციპალიტეტის სოფ. ლელიანის საჯარო სკოლა - თამარ თასოევი

სსიპ ქ. თბილისის N 87-ე საჯარო სკოლა - ქეთევან სისვაძე

სსიპ ქ. თბილისის N 70-ე საჯარო სკოლა - რუსუდან კილასონია

შპს ქ. გორის Მეცნიერებათა სკოლა - ეთერ ლუკაშვილი

სსიპ ქ. თბილისის N 82-ე საჯარო სკოლა - ნინო მახარობლიძე

სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფ. სკრის საჯარო სკოლა - ჟანა კურტანიძე

სსიპ ქ. გორის N მე-7 საჯარი სკოლა / სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდისთავის საჯარი სკოლა - ნინო ილურიძე

სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. მუხურჩის საჯარო სკოლა - ირმა ჯოჯუა

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მისაქციელის საჯარო სკოლა - შორენა ბრეგვაძე

სსიპ ქ. Რუსთავის N 22-ე საჯარო სკოლა - ლელა ფარსენაძე

სსიპ. ვაჟა ფშაველას სახელობის ქ. გორის N მე-9 საჯარო სკოლა / შპს „გორის სკოლა ეისი“ - ნინო ლომიძე

სსიპ ქ. რუსთავის N 4-ე საჯარო სკოლა

ფინანსური განათლების კლუბებთან შემეცნებითი შეხვედრები ეროვნულ ბანკში მომავალშიც გაგრძელდება, რის  შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში ფინედუს  ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდება.