9 სექტემბერი ფინედუს დაბადების დღეა! უკვე 1 წელია, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი ფინანსური განათლების პორტალი არსებობს და მომხმარებლებს ფულთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო სანდო, მიუკერძოებელ და უტყუარ ინფორმაციას აწვდის.
ფინედუს შექმნის იდეაზე, ამ ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებსა და მიღწეულ პროგრესზე თავად ფინედუს გუნდმა ისაუბრა:
ამ ერთი წლის განმავლობაში, ფინედუს პროექტებში 20-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია ჩაერთო, მათ შორის ფინანსური ინსტიტუტები, უნივერსიტეტები, საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციები. 50-მდე ღონისძიების პირდაპირი მონაწილეების რაოდენობამ 1500-ს გადააჭარბა. 500-ზე მეტმა ადამიანმა კი ფინედუს საგანმანათლებლო მასალები მიიღო.
1 წლის იუბილე ფინედუს პარტნიორმა ორგანიზაციებმაც მიულოცეს, ფინანსური განათლების მნიშვნელობასა და ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში თავიანთ წვლილზეც ისაუბრეს:
დღეისთვის, www.finedu.gov.ge-ს 60 000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს. გარდა ამისა, ფინედუ ფეისბუქზე, ინსტრაგრამზე, ლინკდინსა და იუთუბზეც არის წარმოდგენილი და კიდევ უფრო მეტ ადამიანს აწვდენს ხმას მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ბავშვებს, ახალგაზრდებს, მასწავლებლებსა და მეწარმეებს.
მეტი ინფორმაციის ნახვა 1 წლის შედეგებზე, ახალ ინიციატივებსა და მიღწეულ პროგრესზე ამ ვიდეორგოლშია შესაძლებელი:
1 წლის განმავლობაში ფინედუ ცდილობდა, გამხდარიყო თითოეული თქვენგანის სანდო ფინანსური მეგზური თქვენი ფინანსური მიზნებისა და კეთილდღეობისკენ მიმავალ გზაზე. რა დროს მივმართავთ ფინედუს? ამის შესახებ მოკლე ინფორმაცია ფინედუს ანიმაციურ რგოლშია გადმოცემული:
ფინედუს გუნდი მადლობას გიხდით ყველა მომხმარებელს, პარტნიორსა და გულშემატკივარს. გპირდებით, არც მომავალში დავზოგავთ თავს, რათა თქვენთან ერთად ყველა თქვენგანის და მთელი ქვეყნის უკეთესი და უფრო განათლებული მომავლის შენებაში ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ.