კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინანსური განათლების კლუბები ეროვნულ ბანკში - შეთავაზება ფულის გლობალური კვირეული 2026-ის ფარგლებში

ფულის გლობალური კვირეულის 2026-ის ფარგლებში, სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ფულთან დაკავშირებულ საკითხებზე დისკუსიის წახალისებისა და მოსწავლე-ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუ“ სასკოლო და პროფესიული სასწავლებლების  ფინანსური განათლების კლუბების მორიგ ნაკადს   უმასპინძლებს

ეროვნულ ბანკში სტუმრობა შესაძლებელი იქნება სკოლებსა და პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებში შექმნილი ფინანსური განათლების კლუბების წევრებისათვის რეგისტრაციის საფუძველზე.  

მოწვეულ კლუბებს ამ მიზნით შემუშავებული სპეციალური გაკვეთილები ჩაუტარდებათ. გაკვეთილები გათვლილია სკოლების VIII-XII კლასის მოსწავლეებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების 19 წლამდე ასაკის მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის

შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ, შეასრულონ სხვადასხვა პრაქტიკული სავარჯიშო, იმსჯელონ მათთვის აქტუალურ ფინანსურ საკითხებზე და ჩაერთონ ფინანსური განათლების სახალისო თამაშებში. 

შეხვედრები დაიგეგმება მიმდინარე სასწავლო სემესტრის ბოლომდე, ეროვნული ბანკის სათავო ოფისსა და საკასო ცენტრში. სტუმრობის კონკრეტული თარიღი და სხვა საორგანიზაციო საკითხები შეთანხმდება ფინანსური განათლების კლუბის შესაბამის ხელმძღვანელთან. გათვალისწინებული იქნება რეგისტრაციის რიგითობა.

შეხვედრის ხანგრძლივობა:  2 საათი

შეხვედრები ჩატარდება კამპანიის #ისაუბრეფულზე ფარგლებში და დაიგეგმება ფინანსური განათლების რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ თემაზე:  

  • ბიუჯეტირება და დაზოგვა
  • საბანკო პროდუქტები და მომხმარებლის უფლებები
  • ფინანსური სისტემა
  • ფინანსური უსაფრთხოება

ეროვნულ ბანკში სტუმრობისთვის საჭიროა, დაინტერესებული კლუბის ხელმძღვანელმა შეავსოს მოცემული სარეგისტრაციო ფორმა

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და რეგისტრაციის ფორმა დაიხურება დაინტერესებული კლუბების რაოდენობის შევსებისთანავე.

ეროვნული ბანკის სათავო ოფისს და საკასო ცენტრს დეკემბერი-თებერვლის განმავლობაში 350 მოსწავლე უკვე ესტუმრა თბილისისა და რეგიონების 21 სკოლის ფინანსური განათლების კლუბიდან. ეროვნულ ბანკში მოსწავლეების საგანმანათლებლო გაკვეთილები 2023 წლიდან ტარდება და ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს ეროვნულ ბანკს 1500-მდე მოსწავლე ეწვია.