„ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო“ საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი ფინანსური განათლების ეროვნული პლატფორმა „ფინედუს“ (www.finedu.gov.ge) მიერ გამოცხადებული კონკურსია, რომელიც სს „ბაზისბანკის“ მხარდაჭერით მიმდინარეობს.
კონკურსის მიზანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ფინანსური განათლების გაძლიერება, ინოვაციური სასწავლო მეთოდების წახალისება და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერაა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ნებისმიერ მოქმედ მასწავლებელს, რომელიც 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა ფინანსური წიგნიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს, გამოიყენებს ინოვაციურ მეთოდებს და განახორციელებს პროექტებსა და აქტივობებს აღნიშნული მიმართულებით.
საინფორმაციო შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი მასწავლებლებს გააცნობს კონკურსში მონაწილეობის პირობებსა და შეფასების კრიტერიუმებს. მასწავლებლებს კი ექნებათ შესაძლებლობა, დასვან შეკითხვები და მიიღონ პასუხები შეხვედრის მსვლელობისას.
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება ონლაინ, 7 ნოემბერს, 17:00 საათზე, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით.
Zoom შეხვედრაზე დასასწრები ბმული:
https://us06web.zoom.us/j/85060365746?pwd=TIF0HeyZohxKX35bLsns76VfwABSAb.1
Meeting ID: 850 6036 5746
Passcode: 423333
შეხვედრა პარალელურ რეჟიმში გავა ფინედუს ფეისბუქგვერდის პირდაპირი ეთერით (Facebook Live).
დაინტერესებულ მასწავლებლებს მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხის მიღება შეუძლიათ ქვემოთ მოცემული გზებით:
- შეხვედრაზე დასწრებით - მონაწილეებს, რომლებიც Zoom პლატფორმაზე შემოვლენ, შეძლებენ უშუალოდ დასვან შეკითხვები შეხვედრის მსვლელობისას;
- შეხვედრისთვის თვალის მიდევნებით პირდაპირ ეთერში - ფინედუს ფეისბუქგვერდზე, სადაც პირდაპირ ეთერში გავა შეხვედრა, შეკითხვების დასმა შესაძლებელი იქნება იმავე ეთერის (Live-ის) კომენტარების საშუალებით;
- შეკითხვების წინასწარ გამოგზავნით - მათ, ვინც შეხვედრაზე დასწრებას/თვალის მიდევნებას ვერ ახერხებენ, შეუძლიათ წინასწარ გამოგზავნონ შეკითხვები ელექტრონულ ფოსტაზე info@finedu.gov.ge ან ფეისბუქგვერდზე მესენჯერის საშუალებით. შეკითხვებს პასუხები გაეცემა შეხვედრის მსვლელობისას, ჩანაწერი კი დარჩება ფინედუს ფეისბუქგვერდზე 1 თვის განმავლობაში.