კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო 2027 იწყება

სიახლეებისთვის - ჯილდო - 2027.png
სიახლეებისთვის - ჯილდო - 2027.png
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუ“ (www.finedu.gov.ge), სს „ბაზისბანკის“ მხარდაჭერით, წელს უკვე მეორედ „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს“ კონკურსს აცხადებს.

ჯილდოს  მიზანია სკოლებში  ფინანსური განათლების გაძლიერების ხელშეწყობა და სწავლების ხარისხის ამაღლება ინოვაციური სწავლების მიდგომების გზით, ასევე იმ მასწავლებლების აღიარება, რომლებიც ფინანსური განათლების გავრცელებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანენ.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ნებისმიერ მოქმედ მასწავლებელს, რომელიც 2026-2027 სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა ფინანსური წიგნიერების ამაღლებას უწყობს ხელს, იყენებს ინოვაციურ მეთოდებს და ახორციელებს ინიციატივებს აღნიშნული მიმართულებით.

კონკურსის ეტაპები:

  • კონკურსის გამოცხადება - 5 ოქტომბერი, 2026;
  • ინიციატივების განხორციელების პერიოდი - 15 სექტემბერი, 2026 - 15 მაისი, 2027;
  • განაცხადების მიღება - 15 მაისი - 15 ივნისი, 2027;
  • საუკეთესო ათეულის გამოვლენა - 25 აგვისტო, 2027;
  • ფინალისტების გამოვლენა - 1 სექტემბერი, 2027;
  • გამარჯვებულის დასახელება - 9 სექტემბერი, 2027.

გამარჯვებულს ბაზისბანკისგან ფულადი პრიზი - 5000 ლარი, ხოლო დანარჩენ 4 ფინალისტს - 1000-1000 ლარი გადაეცემა.

კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.