კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების ტრენინგები მასწავლებლებისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუ“ ფინანსური წიგნიერების საკითხებზე მასწავლებლების გადამზადებას განაგრძობს.

6 ნოემბრიდან თბილისში - პირისპირი დასწრებით, ხოლო 24 ნოემბრიდან ონლაინ ფორმატში იგეგმება 5-დღიანი ტრენინგსესიები მასწავლებელთა მორიგი 2 ჯგუფისთვის.

ტრენინგები გათვალისწინებულია საგან „მოქალაქეობის“ მასწავლებლებისათვის. მათზე განხილული იქნება ეროვნული სასწავლო გეგმით მე-7 და მე-9 კლასებისთვის განსაზღვრული შემდეგი ფინანსური და ეკონომიკური საკითხები:

  • ფული და ბარტერი
  • ბაზარი (მოთხოვნა-მიწოდება) და ფასი
  • საჯარო და კერძო საკუთრება
  • შემოსავალი, ხარჯვა და ბიუჯეტირება
  • დაზოგვა და დეპოზიტები
  • პროფესია და სამსახური
  • სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები
  • საფინანსო ორგანიზაციები და ფინანსური პროდუქტები
  • დაზღვევა
  • მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობა
  • ფინანსური თაღლითობა და ფინანსური უსაფრთხოება

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ:

  • სერტიფიკატი (ყველა დღეს დასწრების შემთხვევაში) და 
  • სასწავლო მასალა პრაქტიკული საკლასო აქტივობებით.

ტრენინგზე დასწრება უფასოა. 

დაინტერესებულ მასწავლებლებს ტრენინგზე დასასწრებად გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ერთ-ერთი ჯგუფი დაგეგმილი ფორმატისა და თარიღების მიხედვით და გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის ბმულზე:

1. ჯგუფი #1 - პირისპირი ტრენინგი - თბილისი 

თარიღები - 6, 10, 11, 12 და 14 ნოემბერი - 15:30-19:00 სთ.

მისამართი:  თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო N1, საქართველოს ეროვნული ბანკი

რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/JUJKjfMSG2B2PFvn9 

2. ჯგუფი #2 - ონლაინ ტრენინგი 

თარიღები - 24-28 ნოემბერი - 15:00-18:00 სთ

ფორმატი - ონლაინ,  Zoom-ის პლატფორმის საშუალებით

რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/vZ3YQMkXZW4aL6zj8