28 იანვრიდან ონლაინ და 3 თებერვლიდან პირისპირი დასწრების ფორმატით იგეგმება 5-დღიანი (15 სთ) ტრენინგსესიები მასწავლებელთა მორიგი 2 ჯგუფისათვის.
ტრენინგები გათვალისწინებულია საგან „მოქალაქეობის“ მასწავლებლებისათვის. მათზე განხილული იქნება ეროვნული სასწავლო გეგმით მე-7 და მე-9 კლასებისთვის განსაზღვრული შემდეგი ფინანსური და ეკონომიკური საკითხები:
- ფული და ბარტერი
- ბაზარი (მოთხოვნა-მიწოდება) და ფასი
- საჯარო და კერძო საკუთრება
- შემოსავალი, ხარჯვა და ბიუჯეტირება
- დაზოგვა და ქველმოქმედება
- პროფესია და სამსახური
- სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები
- საფინანსო ორგანიზაციები და ფინანსური პროდუქტები
- დაზღვევა
- მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობა
- ფინანსური თაღლითობა და ფინანსური უსაფრთხოება
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ:
- სერტიფიკატი (ხუთივე დღეს დასწრების შემთხვევაში) და
- ბეჭდური სასწავლო მასალა პრაქტიკული საკლასო აქტივობებით.
ტრენინგზე დასწრება უფასოა.
დაინტერესებულ მასწავლებლებს ტრენინგზე დასასწრებად გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ერთ-ერთი ჯგუფი დაგეგმილი ფორმატისა და თარიღების მიხედვით და გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის ბმულზე:
1) ჯგუფი #1 - ონლაინ ტრენინგი.
თარიღები - 28-31 იანვარი 15:30-18:30 სთ, 1 თებერვალი 10:00-13:00 სთ,
ფორმატი - ონლაინ, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით
ტრენინგზე რეგისტრაციის ბმული - https://forms.gle/XTLAuHeCKKrRKcSD7
2) ჯგუფი #2 პირისპირი ტრენინგი
თარიღები - 3-7 თებერვალი 15:30-19:00 სთ
მისამართი: ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო N1, იუსტიციის სახლის მარჯვენა შესასვლელი, ეროვნული ბანკის ოფისი.
ტრენინგზე რეგისტრაციის ბმული - https://forms.gle/ZGWbZdMqEuFDorjH6