ტრენინგებს ესწრებოდა 50 მასწავლებელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლებიდან.
ტრენინგზე განხილული იყო ეროვნული სასწავლო გეგმით "მოქალაქეობის" საგანში გათვალისწინებული ფინანსური და ეკონომიკური საკითხები, მათ შორის: ფული, ბიუჯეტირება, დაზოგვა, პასუხისმგებლიანი სესხება, გადასახადები, ფინანსური უსაფრთხოება და მომხმარებლის უფლებები. თეორიულ საკითხებთან ერთად ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკულ აქტივობებსა და სიმულაციებს.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სრული სასწავლო მასალა.
ტრენინგზე მიღებული ცოდნა და სწავლების აქტიური მეთოდები ერთი მხრივ დაეხმარება მასწავლებლებს, "მოქალაქეობის" სწავლებისას დაგეგმონ საინტერესო, ინტერაქტიული და მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილები, მეორე მხრივ კი სხვა საგნებში ან საკლუბო მუშაობისას ინტეგრირების შესაძლებლობებს გააფართოებს.
მასწავლებელთა ტრენინგების შესახებ ინფორმაცია ფინედუს ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე პერიოდულად ქვეყნდება, ტრენინგის გავლა კი ნებისმიერ დარეგისტრირებულ მასწავლებელს პირისპირი ან ონლაინ რეჟიმში უფასოდ შეუძლია.
ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხები ეროვნულ სასწავლო გეგმაში 2018 წლიდან ინტეგრირდა. შემუშავდა დამხმარე სახელმძღვანელოები მე-7 და მე-9 კლასის მასწავლებლებისთვის. 2019 წლიდან კი ამ პროექტის ფარგლებში გადამზადდა 950-მდე მასწავლებელი.