კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერება სკოლებში - ეროვნული ბანკი მასწავლებელთა გადამზადებას განაგრძობს

ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, განაგრძო ტრენინგების ციკლი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის. 
 
ტრენინგები 9-14 სექტემბერს, თბილისსა და თელავში გაიმართა.
 
მასწავლებელთა სატრენინგო პროგრამა შექმნილია "მოქალაქეობის" წლიურ პროგრამაზე დაყრდნობით და პედაგოგთა ფინანსური და ეკონომიკური კომპეტენციების გაზრდას ემსახურება.