მომხმარებელთა ინტერნეტთაღლითობისგან დაცვის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი პერიოდულად ახდენს საზოგადოების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას. ამჯერად, ეროვნულმა ბანკმა და ფინანსური განათლების პორტალმა - ფინედუმ, საქართველოს საბანკო ასოციაციასთან თანამშრომლობით, ფიშინგის თემაზე ახალი საგანმანათლებლო ვიდეორგოლი შეიმუშავეს.
ვიდეორგოლში მოსახლეობა გაეცნობა ფიშინგის ამომცნობ 8 ნიშანსა და მარტივი ენით მოცემულ რჩევებს, თუ როგორ შეიძლება დაიცვან თავი ფიშინგისგან.