"მოიწვიე ფინედუ კლასში" მიმდინარე წელს ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღებიდან 30 წლის იუბილესაც ეძღვნება. სწორედ ამიტომ სკოლებში ვიზიტები 2 ოქტომბერს, ლარის გადახდის ერთადერთ კანონიერ საშუალებად ლარის გამოცხადების დღეს დაიწყო და 31 ოქტომბერს, დაზოგვის მსოფლიო დღეს დასრულდება.
კამპანიის ფარგლებში ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების (საქართველოს ბანკი, ბაზისბანკი, კრედობანკი და მიკრობანკი ემბისი) თანამშრომლები თბილისისა და რეგიონების 250-მდე კლასს სტუმრობენ და საინტერესო და შემეცნებით გაკვეთილს 5,000-მდე მოსწავლეს უტარებენ.
ეროვნული ბანკის თანამშრომლები სტუმრობენ იმ სკოლებსაც, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ გამოცხადებულ მორიგ კონკურსში - "ფინედუს კუთხე სკოლის ბიბლიოთეკაში" - გაიმარჯვეს და საკუთარი ბიბლიოთეკების აღსაჭურვად ბეჭდური საგანმანათლებლო მასალა მიიღეს. აღსანიშნავია, რომ სოფელ კეხიჯვარის საჯარო სკოლა სწორედ ზემოაღნიშნული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.
დაზოგვის მსოფლიო დღე წელს უკვე 101-ედ აღინიშნება. მისი ისტორია 1924 წელს იტალიის ქალაქ მილანში იწყება და დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. საქართველო დაზოგვის მსოფლიო დღის აღნიშვნას 2012 წლიდან უერთდება და მას მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობით აღნიშნავს.