ეროვნულ ბანკში სტუმრობა გათვალისწინებულია სკოლებისა და პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებში შექმნილი ფინანსური განათლების კლუბების წევრებისათვის. ამ მიზნით შემუშავებული სპეციალური ტრენინგები გათვლილია სკოლების შემთხვევაში VIII-XII კლასის მოსწავლეებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების 19 წლამდე ასაკის მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის. შეხვედრებზე მიწოდებული ინფორმაციის გამოყენებით ახალგაზრდები შეძლებენ პირადი ფინანსების მართვის გაუმჯობესებას და ფინანსური განათლების საჭიროების გააზრებას. შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ, შეასრულონ სხვადასხვა პრაქტიკული სავარჯიშო, იმსჯელონ მათთვის აქტუალურ ფინანსურ საკითხებზე და ჩაერთონ ფინანსური განათალების სახალისო თამაშში.
შეხვედრების შინაარსი/თემები და ტექნიკური საკითხები შეთანხმდება ფინანსური განათლების კლუბის შესაბამის ხელმძღვანელთან.
შეხვედრები ჩატარდება ეროვნული ბანკის სათავო ოფისსა და საკასო ცენტრში.
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
შეხვედრები დაიგეგმება ფინანსური განათლების 4 თემაზე:
- ბიუჯეტირება და დაზოგვა
- საბანკო პროდუქტები და მომხმარებლის უფლებები
- ფინანსური სისტემა
- ფინანსური უსაფრთხოება
ფინანსური განათლების კლუბებთან შეხვედრები წლის ბოლომდე, დარეგისტრირებულთა რიგითობის გათვალისწინებით დაიგეგმება.
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, დაინტერესებულმა ხელმძღვანელმა შეავსოს მოცემული სარეგისტრაციო ფორმა.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და რეგისტრაციის ფორმა დაიხურება დაინტერესებული კლუბების რაოდენობის შევსებისთანავე.