კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

„ემიგრანტების ფინანსური გზამკვლევი“- ფინედუზე რეგისტრაცია იწყება

საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუ (www.finedu.gov.ge) აცხადებს რეგისტრაციას ემიგრანტებისათვის განკუთვნილი ვებინარების მორიგ კურსზე სახელწოდებით „ემიგრანტების ფინანსური გზამკვლევი“. 

საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გაიმართება ონლაინ, ZOOM პლატფორმის გამოყენებით და მას ჩაატარებენ ეროვნული ბანკის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს ბანკის წარმომადგენლები.  

შეხვედრები მიზნად ისახავს ემიგრანტების მხარდაჭერას მათთვის მნიშვნელოვანი ფინანსური განათლების თემებზე ინფორმაციის მიწოდების გზით. ფინანსური განათლების შესახებ ცოდნის ამაღლება ემიგრანტებს ფინანსური მიზნების დასახვასა და ფინანსურ ბაზარზე არსებული შესაძლებლობების გაცნობაში, ასევე, საკუთარი თანხების ოპტიმალურ განკარგვაში დაეხმარებათ. აღნიშნულ თემებზე ფინედუს ორგანიზებით რამდენიმე შეხვედრა უკვე ჩატარდა როგორც ონლაინ, ისე პირისპირი ტრენინგის  ფორმატით და დამსწრეთა დადებითი გამოხმაურებაც მოიპოვა.

ტრენინგის ფორმატი ითვალისწინებს როგორც სალექციო ნაწილს, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და მონაწილეთა ჩართულობას. 

შეხვედრების განრიგი, თემები და მონაწილეობის პირობები: 

ონლაინ შეხვედრები ჩატარდება 10-14 ნოემბერს, საქართველოს დროით 16:00 -დან 17:30 საათამდე.

შეხვედრების განმავლობაში განხილული იქნება ფინანსური განათლების შემდეგი 5 თემა:

  1. 10 ნოემბერი: ფინანსური სისტემა და მომხმარებლის უფლებები
  2. 11 ნოემბერი: როგორ დავზოგოთ და ვმართოთ პირადი ბიუჯეტი
  3. 12 ნოემბერი: საინვესტიციო შესაძლებლობები და მეწარმეობა
  4. 13 ნოემბერი: საბანკო პროდუქტები და სავალუტო რისკები
  5. 14 ნოემბერი: ფინანსური უსაფრთხოება

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ემიგრანტს. 

დარეგისტრირება შესაძლებელია როგორც ცალკეულ თემებზე, ასევე სრულ კურსზე. 

მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/Bzdq1xiS9GTJNT9v8

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და დაკავშირება მოხდება რეგისტრირებულთა რიგითობის შესაბამისად.