ფინანსური კეთილდღეობა ყველა ადამიანისთვის სასურველი მდგომარეობაა, თუმცა შეუძლებელია მისი მიღწევა თუ ფინანსებს გონივრულად არ ხარჯავთ. ხარჯვითი ქცევების მართვა მარტივი არ არის, და ნაკლებად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა თანხებს გამოიმუშავებთ.
ფინანსების სწორად მართვისთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ რაში იხარჯება თქვენი ყოველთვიური შემოსავალი, ამისათვის კი ყველაზე მეტად ხარჯების აღრიცხვა დაგეხმარებათ. ჩანაწერები ბლოკნოტში, მობილურში, ექსელსა თუ სპეციალურ აპლიკაციაში- მთავარია იცოდეთ, თქვენი თანხები საჭიროებებზე მეტად სურვილებზე ხომ არ იხარჯება.
გონივრული ხარჯვა განსაკუთრებით რთულია სადღესასწაულო დღეებში. სწორედ ამიტომ, დეკემბერი ფინედუზე გონივრული ხარჯვის თვეა. კამპანია #ხარჯეგონივრულად მთელი თვის მანძილზე გაგრძელდება. ფინედუს ვებსაიტსა და ფეისბუქ გვერდზე გავრცელდება ბლოგები, სტატიები, რჩევები და სხვა სახის მასალები, რომლებიც მომხმარებელს ფინანსურ მეგზურობას გაუწევს და გონივრულ ხარჯვაში დაეხმარება.
რას გულისხმობს გონივრული ხარჯვა?
რა იწვევს არაგონივრულ ხარჯვას ან რა გვიბიძგებს იმპულსური გადაწყვეტილებებისაკენ?
როგორ შეიძლება ვმართოთ ხარჯვითი ქცევები?
ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს FinEdu-ფინედუს პლატფორმაზე იპოვით.