ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუმ, პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით, ახალი საგანმანათლებლო ვიდეოების სერია მოამზადა.
პროექტის მიზანია მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებს მიაწოდოს პრაქტიკული, გასაგები და სანდო ინფორმაცია ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, რაც მათ დაეხმარება ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებასა და ფინანსურ ორგანიზაციებთან ეფექტიან თანამშრომლობაში.
პროექტის ფარგლებში მომზადდა 9 ვიდეო, რომლებიც მეწარმეებისთვის აქტუალურ თემებს მოიცავს: ბიზნესსესხი და გადახდისუნარიანობის შეფასება; ბიზნესსესხის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები; ლიზინგი; საბანკო გარანტია; ფაქტორინგი; აკრედიტივი და დოკუმენტური ინკასო; სავალუტო რისკები და მათი მართვის მექანიზმები; ღია ბანკინგი.
ვიდეოები მომზადებაში ჩაერთვნენ: საქართველოს საბანკო ასოციაცია, საქართველოს ბანკი, ტერაბანკი, კრედო ბანკი, პაშა ბანკი და მიკრობანკი კრისტალი.
გაეცანით ვიდეოებს ქვემოთ და მიიღეთ პრაქტიკული ცოდნა, რომელიც თქვენი ბიზნესის განვითარებაში დაგეხმარებათ.
1- 2. ბიზნესსესხი და გადახდისუნარიანობის შეფასება - გიორგი ნიორაძე, საქართველოს ეროვნული ბანკი, სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტი, მცირე და საშუალო საკრედიტო რისკების განყოფილების უფროსი
3. ბიზნესსესხი და ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პუნქტები - ლაშა გზირიშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკი, მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი
4. ლიზინგი - გვანცა გვიჩია, მიკრობანკი კრისტალი, ლიზინგის აქტივების მართვის და მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
5. საბანკო გარანტია - მეგი გურგენიძე, კრედო ბანკი, მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
6. ფაქტორინგი - თამარი პატარიძე, საქართველოს ბანკი, ვაჭრობის სტრუქტურული დაფინანსების დეპარტამენტი, ფაქტორინგის მენეჯერი
7. აკრედიტივი და დოკუმენტური ინკასო - ოთარ ტაბუცაძე, ტერაბანკი, საერთაშორისო ბანკინგის და ვაჭრობის დაფინანსების დეპარტამენტის უფროსი
8. სავალუტო რისკები და მათი მართვა - ეკა დოღანაძე, პაშა ბანკი, გარიგებისა და საინვესტიციო ოპერაციების განყოფილების უფროსი
9. ღია ბანკინგი - მიხეილ კაპანაძე, საქართველოს საბანკო ასოციაცია, ღია ბანკინგის პროექტის დირექტორი
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების 2023 წლის ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეები ფინანსური განათლების ერთ-ერთ პრიორიტეტულ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ. ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფინანსური ცოდნისა და უნარების გაძლიერებას.
სწორედ ამ მიზნით, ფინედუ უკვე წლებია მეწარმეებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობასა და საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს. ახალი ვიდეორესურსებიც ამ ძალისხმევის ნაწილია და ფართო აუდიტორიისთვის სხვადასხვა არხით, მათ შორის სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდება.