ქალების გაძლიერებისა და ინფორმირების მიზნით ფინედუს გუნდმა გერმანული ფონდი შპარკასეს ჩართულობითა და მხარდაჭერით მოამზადა 4 სხვადასხვა თემატიკის ვიდეო. ვიდეოები ეხმიანება ქალებისთვის ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა: ფინანსური განათლება, სამართლებრივი უფლებები, განათლების ხელმისაწვდომობა და ფინანსური ჩართულობა. თითოეულ ვიდეოში დარგის სპეციალისტი მსმენელს ქალების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინედუ მომავალშიც გააგრძელებს ქალების მხარდაჭერას ფინანსური განათლების მიწოდების გზით.
აქვე გიზიარებთ ჩანართებს აღნიშნული ვიდეოებით.
#1 - ნატალია ჭამიაშვილი, პლატფორმა "ქალები ქალებისთვის" დამფუძნებელი.
#2 - ელისო რუხაძე, ქალთა უფლებადამცველი, უფლებები საქართველო.
#3 - მარიამ ჩიქობავა, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
#4 - ნათია ჭყონია, საქართველოს ეროვნული ბანკის საბაზრო ქცევის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი.