კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

„ახალგაზრდები ფინანსებსა და მეწარმეობაზე“ - ვიდეო კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუ“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ვიდეო კონკურსით - „ახალგაზრდები ფინანსებსა და მეწარმეობაზე“  - გამოეხმაურა. 

კონკურსში მონაწილე ახალგაზრდების მიერ წარდგენილი ვიდეოები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:  კრეატიულობა/ორიგინალურობა, ვიდეოში მეწარმეობის პოპულარიზაცია ახალგაზრდობაში, ვიდეოში ფინანსური განათლების საკითხების აქტუალურობას ნათლად წარმოჩენა, ვიდეოში მეწარმეობისა და ფინანსური განათლების კავშირის ნათლად წარმოჩენა - გონივრული ფინანსური ქცევების მოტივირება ან არაგონივრულ ფინანსურ ქცევებზე გაფრთხილება, ვიდეოს ხარისხი/გარჩევადობა,.

კონკურსის ფარგლებში შემოსული ნამუშევრები ჟიურიმ დაშიფრული სახით მიიღო და კონკურსის პირობების მიხედვით შეაფასა.

შესაბამისად, კონკურსის II ეტაპზე გადავიდნენ და ფინალისტებად დასახელდნენ შემდეგი ვიდეოს ავტორები: 

ვიდეო 004 - ანი ბიგვავა

ვიდეო 005 - მარიამ კირვალიძე

ვიდეო 006 - ლაშა სვანიშვილი

ვიდეო 007 - ვაჩე ჩარკვიანი

ვიდეო 008 - თამარ ყალაბეგაშვილი

ვიდეო 009 - ტრისტან უტიაშვილი

ვიდეო 010 - საბა არბოლიშვილი

ვიდეო 014 - ანრი არზუმელაშვილი

ვიდეო 015 - ბესარიონი ჩხუტიაშვილი

ვიდეო 018 - ნიკოლოზ ქასრაშვილი და მათე ნებაძე

შეგახსენებთ, რომ კონკურსი მიმდინარეობს ორ ეტაპად და კონკურსის პირველ ეტაპზე გამოვლენილ ნამუშევრებზე  ინფორმაცია (მათ შორის, ავტორი, იდეის აღწერა და ვიდეო) გამოქვეყნდება, მათ შორის, ფინედუს Facebook გვერდზე. კონკურსის მეორე ეტაპზე კი მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა, რომელთაგან 3-ს ჟიური დაასახელებს, ხოლო მეოთხე „მომხმარებლის რჩეული“, გამოვლინდება მომხმარებელთა რეაქციების მიხედვით. აღნიშნული რეაქციები დაითვლება ფეისბუქგვერდზე ატვირთული ფინალისტების ვიდეოებზე 2024 წლის 26 სექტემბრის 18:00 საათის მდგომარეობით.

კონკურსი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკისა და „ფინედუს“ ორგანიზებით, ასევე, ახალგაზრდობის სააგენტოს, სს „ბაზისბანკის“, სს „კრედო ბანკისა“ და სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი-ს“ მხარდაჭერით. კონკურსის მიზნებია: ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების საკითხების საინტერესო, შემეცნებითი ხერხებით გავრცელება; ახალგაზრდა მეწარმეებში ფინანსური განათლების საკითხების პოპულარიზება; ახალგაზრდებში გონივრული ფინანსური ქცევების წახალისება; ახალგაზრდებში მეწარმეობის წახალისება.