კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

15 მარტი - მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე

15 მარტს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ თარიღს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 1983 წლიდან აღნიშნავენ  და მისი მიზანი სხვადასხვა სფეროს მომხმარებლებში საკუთარი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

საქართველოს საფინანსო სექტორი ეროვნული ბანკის ინიციატივით ამ თარიღს უკვე მესამე წელია სხვადასხვა ღონისძიებებითა და საინფორმაციო კამპანიით აღნიშნავს.

წელს თარიღის აღნიშვნის ტრადიცია უფრო ფართო მასშტაბებს იძენს და 13-17 მარტის განმავლობაში, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული იმართება.

ღონისძიებების ფარგლებში, მარეგულირებელი უწყებები, სექტორულად - მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გატარებულ რეფორმებს, არსებულ გამოწვევებს და საერთაშორისო გამოცდილებებს განიხილავენ. კვირეულის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები მომხმარებლებთან, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან.

საინფორმაციო კამპანიას უერთდება ჩვენი ვებგვერდიც და მისი სოციალური არხები. ფინანსური განათლების ერთ-ერთი მთავარი იდეა ხომ მომხმარებელთა უფლებების დაცვაა. სწორედ ამ მიზნით კვირეულის ფარგლებში საინფორმაციო პოსტებსა და ვიდეოჩართვებს შემოგთავაზებთ.

#იცოდეშენი უფლებები #იყავიდაცული #იყავიინფორმირებული #დაიცავიშენიუფლებები