კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

კონკურსის „ფინედუს კუთხე ბიბლიოთეკაში“ - ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა სკოლის ან ბიბლიოთეკის წარმომადგენელს.

როდის სრულდება ნამუშევრების მიღება?

  • ნამუშევრების მიღება სრულდება 18 მაისს, 23:59 საათზე.

სად შემიძლია ვნახო კონკურსის დეტალური პირობები?

აუცილებელია, რომ კონკურსანტმა პროექტის აღწერა სპეციალური დანართის ფორმით გამოგზავნოს?

  • დიახ აუცილებელია, იხილეთ დანართი აღწერაში. 

აუცილებელია, რომ პროექტის იდეის აღწერა ციფრულ ფინანსურ განათლებას უკავშირდებოდეს?

  • დიახ, აუცილებელია. 

შეუძლია თუ არა ერთ კონკურსანტს რამდენიმე პროექტი გამოგზავნოს?

  • დიახ, თუ ის სხვადასხვა სკოლის/ბიბლიოთეკის სახელით აგზავნის პროექტებს. 

შეიძლება თუ არა ერთი სკოლიდან/ბიბლიოთეკიდან რამდენიმე წარმომადგენელი გახდეს გამარჯვებული?

  • დიახ, შესაძლებელია. ამ შემთხვევაში სკოლას/ბიბლიოთეკას გადაეცემა ერთი „ფინედუს კუთხისთვის“ საჭირო რესურსი, ხოლო გამარჯვებულებს თითო ვაუჩერი წიგნების გამომცემლობებისგან.

ვინ შეიძლება იყოს პროექტის სამიზნე სეგმენტი?

  • კონკურსანტი მოქნილია, თავად განსაზღვროს პროექტის სამიზნე სეგმენტი.

მიენიჭება თუ არა პრიორიტეტი სკოლას ან ბიბლიოთეკას?

  • არა, სკოლის ან ბიბლიოთეკის წარმომადგენლის მიერ გამოგზავნილი პროექტები თანაბრად შეფასდება ჟიურის მიერ. 

როდის გადაეცემათ გამარჯვებულებს პრიზები?

  • გამარჯვებული კონკურსანტისთის პრიზების  გადაცემა მოხდება მასთან შეთანხმებით. 

ამ პროექტში გამარჯვება გულისხმობს თუ არა ფინედუს სხვა პროექტებში პრიორიტეტის მინიჭებას?

  • არა, აღნიშნული პროექტი არის დამოუკიდებელი და ის გავლენას არ ახდენს ფინედუს სხვა პროექტებზე.