23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს თარიღი UNESCO-ს მიერ 1995 წელს დაწესდა და მიზნად ისახავს წიგნის კითხვის წახალისებისა და ავტორების პატივისცემის იდეას, ასევე, წიგნების მასშტაბური შესაძლებლობების წარმოჩენას - დააკავშიროს ერთმანეთთან წარსული და აწმყო, გააბას ხიდები განსხვავებულ თაობებსა და კულტურებს შორის. თავად თარიღი, 23 აპრილი სიმბოლურ ხასიათსაც ატარებს, სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა მსოფლიოში ცნობილი სამი ავტორი: უილიამ შექსპირი, მიგელ დე სერვანტესი და ინკა გარსილასო დე ლა ვეგა.
აღნიშნულ დღეს, გვსურს, თქვენთან ერთად ფინანსური განათლების საკითხები მხატვრულ ლიტერატურას დავუკავშიროთ და ყოველდღიური გამოწვევები სწორი ფინანსური რჩევებით „მოვაგვაროთ“.
ჩვენი დაკვირვებით, თანამშრომელთა ინტერესი წიგნისა და მხატვრული ლიტერატურის მიმართ იმდენად მაღალია და სებ-ის ჯგუფში ისეთი საინტერესო/საჭირო რეკომენდაციები გაცემულა ამა თუ იმ წიგნთან დაკავშირებით, რომ #ფინედუ-ს გუნდის სახელით, გვინდა სახალისო გამოწვევა-კონკურსი შემოგთავაზოთ:
მაშ, ასე:
კონკურსის იდეა
- გაიხსენეთ თქვენთვის საინტერესო მხატვრული ნაწარმოები და ის პერსონაჟი ამ ნაწარმოებიდან, რომელსაც გარკვეული პრობლემა აქვს;
- რამდენიმე სიტყვით აღწერეთ ეს პრობლემა და ამ პერსონაჟისთვის მოიფიქრეთ ფინანსების მართვის საკითხებთან დაკავშირებული ეფექტური რჩევა, რომელიც ამ პრობლემას მოუგვარებდა. არ არის აუცილებელი თქვენ მიერ შემოთავაზებული მოგვარების გზა ზუსტად მიყვებოდეს ნაწარმოების სიუჟეტს. სავსებით დასაშვებია, თქვენმა რჩევამ სრულად შეცვალოს ნაწარმოებს სიუჟეტი.
მეტი სიცხადისთვის ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მაგალითი:
დევი "ნაცარქექიაში"
პრობლემა: დევი მთავარი გმირი არაა, არც პოზიტიურად წარმოდგენილი პერსონაჟია, თუმცა დევი ნაცარქექიაში მშვენიერი მაგალითია, რა შეიძლება დაგვემართოს თუ თავის გაბრიყვების საშუალებას მივცემთ.
რჩევა დევს: ყურადღებით იყავი და დაუკვირდი, რამდენად რეალურია ნაცარქექიას საუბრები, უცხოებისათვის ბრმად ნდობამ შესაძლოა, ფინანსური თაღლითობის მსხვერპლიც გაგხადოს და მთელი ქონება დაგაკარგვინოს.
თეიმურაზი "ჯაყოს ხიზნებში"
რჩევა: თეიმურაზ, პრაქტიკულად შეხედე საკუთარი მეურნეობისა და ფინანსების მართვას, სხვის ხელში ნუ გადაიტან სრულ კონტროლს, თორემ ფინანსურ და არა მარტო, ზარალამდე მიხვალ.
ძუნწი კაცი სულხან საბას იგავში "ძუნწი და ოქრო"
პრობლემა: ძუნწს სწორი ინვესტირების ცოდნა სჭირდება, არასწორ ადგილზე ოქროს შენახვა მისი სრულად დაკარგვის პრობლემას იწვევს.
რჩევა: ფულის შენახვის მეთოდები და მათი უპირატესობა / ნაკლოვანებები გაიაზრე და სწორად დააბანდე ფული, თორემ დაკარგავ
რა არის საჭირო კონკურსში ჩასართავად?
- კონკურსით დაინტერესებულმა თანამშრომელმა სებ-ის ჯგუფში კონკურსთან დაკავშირებული პოსტის კომენტარში უნდა დაწეროს ლიტერატურული ნაწარმოები და შესაბამისი პერსონაჟი, აღწეროს სიუჟეტის/პერსონაჟის პრობლემის მოკლე მიმოხილვა, ასევე, მის მიერ შემოთავაზებული რელევანტური რჩევა და შედეგი, რაც ამ რჩევის გათვალისწინებამ შეიძლება გამოიწვიოს;
- თითო კომენტარში მიუთითეთ ერთი ნაწარმოების/სიუჟეტის აღწერა;
- კომენტარების რაოდენობა თითო თანამშრომლის მხრიდან არაა შეზღუდული.
ვის შეუძლია კონკურსში ჩართვა?
- სებ-ის ყველა თანამშრომელს
როგორ გამოვლინდებიან გამარჯვებულები?
- კონკურს ეყოლება 10 გამარჯვებული და შეირჩევიან კონკურსის პოსტზე დაფიქსირებული კომენტარების ავტორებიდან;
- გამარჯვებულების გამოსავლენად გაითვალისწინება შემდეგი პარამეტრები: (ა) კომენტარის რელევანტურობა და შესაბამისობა კონკურსის პირობებთან, (ბ) კომენტარზე სხვა თანამშრომლების მიერ დაფიქსირებული რეაქციების რაოდენობა, (გ) თანამშრომლის მიერ დაფიქსირებული კომენტარების რაოდენობა.
- სხვა პარამეტრებში თანაბარი მონაცემების არსებობისას შემთხვევაში, გამარჯვებულების გამოსავლენად გაითვალისწინება კომენტარების დაფიქსირების რიგითობა.
და რა იქნება პრიზები?
- კონკურსის თითოეული გამარჯვებული საჩუქრად 3-3 წიგნს მიიღებს (საჩუქრად გასაცემი წიგნების ჩამონათვალი იხილეთ სურათში) - ჟანრი მხატვრული ლიტერატურა. კონკრეტულ გამარჯვებულზე კონკრეტული წიგნების გაცემა მოხდება შემთხვევითი პრინციპით.
შეიძლება თუ არა კომენტარებით წვლილიც შევიტანოთ ფინედუს საქმიანობაში?
დამატებით, გამორჩეული, ორიგინალური კომენტარები შესაძლოა ფინედუს მომხმარებლებისთვისაც კონკურსად ვაქციოთ და თქვენი დახმარებით ჩვენს აუდიტორიასაც გავუზიაროთ თქვენი უნივერსალური მიგნებები.
როდის გამოვლინდებიან გამარჯვებულები?
- გამარჯვებულები გამოვლინდებიან 23 აპრილს