საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური განათლების ვებპორტალი ფინედუ მეწარმეებისა და სამეწარმეო საქმიანობით დაინეტრესებული პირებისთვის ვებინარს გეგმავს.
თქვენი ბიზნესის შეფასებისათვის, ასევე, მისთვის საჭირო სახსრების მოძიებისას სწორი მოლოდინების შექმნისა თუ გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად ფინანსური ანალიზი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუ თქვენ დამწყები მეწარმე ხართ ან უბრალოდ ბიზნესიდეა გაქვთ, მაგრამ მისი ფინანსური ასპექტების შეფასებაზე ჯერ არ გიფიქრიათ, მაშინ უსათუოდ დაგაინტერესებთ ერთი შეხედვით, რთულ, თუმცა ისეთ საჭირო საკითხებში გარკვევა, როგორებიცაა: კოეფიციენტები, ფინანსური უწყისები და მათი ანალიზი.
ფინანსური განათლების პორტალი „ფინედუ“ მეწარმეებისა და სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებული პირებისთვის ორგანიზებულ ვებინარზე გიწვევთ.
ვებინარზე, რეალურთან მიახლოებული, პრაქტიკული მაგალითებით შეძლებთ, გაეცნოთ და შეისწავლოთ ის ძირითადი საკითხები, რომელიც ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის ანალიზისათვის გამოგადგებათ.
ვებინარზე განხილული იქნება ბიზნესის საკრედიტო პოტენციალის შეფასების კრიტერიუმები და მასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორებიცაა:
- ბიზნესსესხი, მისი ტიპები და მიზნობრიობა;
- ბიზნესის საკრედიტო პოტენციალის შეფასებისთვის ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან მოთხოვნილი ინფორმაცია;
- ფინანსური უწყისები, კოეფიციენტები და მათი ანალიზი.
ვებინარის ფორმატი ითვალისწინებს აუდიტორიის მაქსიმალურ ჩართულობას, დისკუსიებსა და ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობას.
ვებინარი ჩატარდება 22 დეკემბერს 18:00-ზე, ზუმის პლატფორმის საშუალებით.შეხვედრა გაგრძელდება მაქსიმუმ 2 საათი.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.
დარეგისტრირებულ მონაწილეებს დამატებითი ინფორმაცია სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიეწოდებათ