კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ვებინარი - ფინედუ ემიგრანტების მხარდასაჭერად

საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუ (www.finedu.gov.ge) საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ონლაინ, ZOOM პლატფორმის საშუალებით საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტრენინგს (ვებინარს) ჩაატარებს.

ვებინარი მიზნად ისახავს ემიგრანტების მხარდაჭერას მათთვის მნიშვნელოვან ფინანსური განათლების თემებზე ინფორმაციის მიწოდების გზით. 

ტრენინგის მოდულის შემუშავებას საფუძვლად დაედო მცირე კვლევითი სამუშაოების შედეგები,  რომლითაც გამოიკვეთა ემიგრანტებისთვის საინტერესო ისეთი საკითხები, რის შესახებ ცოდნის ამაღლება, მათი აზრით, ფინანსური მიზნების სწორად დასახვასა და ფინანსურ ბაზარზე არსებული შესაძლებლობების გაცნობაში, ასევე, საკუთარი თანხების ოპტიმალურ განკარგვაში დაეხმარებოდათ. 

ვებინარების ფორმატი ითვალისწინებს მცირე ლექციებსა და  პრაქტიკულ სამუშაოებს. მოდულს გაუძღვებიან ეროვნული ბანკისა და საქართველოს ბანკის წარმომადგენლები:

სოფო მამნიაშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი

ირინე მელიქიძე -  საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი

ნატალია შათირიშვილი - საქართველოს ბანკის ემიგრანტთა საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი

ტრენინგი ჩატარდება ორ ნაკადად:

I ნაკადი - 1-6 ივლისი, საქართველოს დროით 16:00 - 17:30 სთ

II ნაკადი - 8-13 ივლისი, საქართველოს დროით 16:00 - 17:30 სთ

6 დღიან ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

დღე 1: დაზოგვა და პირადი ბიუჯეტი - გზა ფინანსური მიზნების მისაღწევად

დღე 2: ფინანსური სისტემა - რატომ უნდა ვენდოთ ბანკებს?

დღე 3: საბანკო პროდუქტები და სავალუტო რისკები

დღე 4: მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები

დღე 5: საინვესტიციო შესაძლებლობები

დღე 6: ფინანსური უსაფრთხოება

 

ვებინარში მონაწილეობა უფასოა და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ემიგრანტს. 

მონაწილეები შეირჩევიან სარეგისტრაციო ფორმით

რეგისტრაციის ბმული:  https://forms.gle/GwynVRPhqiBNExkC9

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და დაკავშირება მოხდება რეგისტრირებულთა რიგითობის შესაბამისად.