კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ტრენინგი "როგორ ვმართოთ ემიგრაციაში გამომუშავებული ფული უფრო ეფექტურად"

საქართველოს ეროვნული ბანკისა და „ფინედუს“ ორგანიზებით ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის თბილისში, 21 ნოემბერს გაიმართება ტრენინგი  „როგორ ვმართოთ ემიგრაციაში გამომუშავებული ფული უფრო ეფექტურად“.

ტრენინგი მიზანად ისახავს ემიგრანტების და მათი ოჯახის წევრების ინფორმირებას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ემიგრაციაში გამომუშავებული ფულის სწორად და ეფექტურად მართვა ფინანსურ დამოუკიდებლობის მიღწევისა და დამატებითი შემოსავლების შექმნის მიზნით, თანხების სწორად ინვესტირება, ფინანსურ ბაზარზე არასანდო და სარისკო შომოთავაზებების ამოცნობა, რისკები და შესაძლებლობები, რომლებიც არსებობს ამ მიმართულებით.

ტრენინგი გაგრძელდება 5 საათის განმავლობაში (სადილისა და ყავის შესვენებების ჩათვლით) და დაფარავს შემდეგ თემებს:

სესია #1 - პირადი ბიუჯეტი და დაზოგვა

  • როგორ შევადგინოთ ბიუჯეტი?
  • რატომ უნდა შევადგინოთ პირადი ბიუჯეტი?
  • დაზოგვის მნიშვნელობა და ფინანსური მიზნის ჩამოყალიბება,
  • დაზოგვის ფორმალური და არაფორმალური მეთოდების რისკები და უპირატესობები;

სესია #2 - ფულადი გზავნილები

  • ფულადი გზავნილების არსი და უპირატესობები
  • ფულადი გზავნილების სისტემები - როგორ ავარჩიოთ, რა პარამეტრებია მნიშვნელოვანი?
  • გზავნილების მიღება − გასათვალისწინებელი ფაქტორები,
  • ფულადი გზავნილები და კონვერტაცია,
  • უსაფრთხოება ფულადი გზავნილებით სარგებლობისას;

სესია #3 - საბანკო პროდუქტები

  • ემიგრატებისთვის შექმნილი საინფორმაციო პლატფორმები 
  • ანგარიშების გახსნა/ფინანსების განკარგვა დისტანციურად მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან
  • დანაზოგი- როგორ გახსნას ანაბარი ემიგრანტმა
  • საკრედიტო პროდუქტები ემიგრანტებისთვის
  • როგორ შეგვიძლია მივიღოთ მეტი სარგებელი საბანკო პროდუქტებიდან გზავნილების დახმარებით

სესია #4 - ფინანსური სისტემა 

  • რა არის ფინანსური სისტემა
  • ვინ არიან ფინანსური სისტემის მონაწილეები?
  • რატომ უნდა ვენდოთ ბანკებს?!

სესია #5 - ფინანსური თაღლითობა

  • აქტივობა „მითია თუ რეალობა“
  • ფინანსური თაღლითობის სახეები
  • როგორ დავიცვათ თავი ფინანსური თაღლითობისაგან?

სესია #6 - ფინანსური პირამიდა

  • ფინანსური პირამიდის სახეები და რისკები
  • როგორ ამოვიცნოთ ფინანსური პირამიდა

სესია #7 - ინვესტიციები

  • საინვესტიციო გარემო საქართველოში
  • ფასიანი ქაღალდების მიმოხილვა
  • კაპიტალის ბაზრის შუამავლები და საფონდო ბირჟა
  • კაპიტალის ბაზრის სამომავლო პოტენციალი: იპოთეკური ობლიგაციები და უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდები
  •  საპროცენტო გარემო საქართველოში (ადგილობრივ და უცხოურ ვალუტაში)

ვის შეუძლია ტრენინგში მონაწილეობა?

მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის ემიგრანტს ან ემიგრანტის ოჯახის წევრს, რომელიც 21 ნოემბერს იმყოფება საქართველოში და დაინტერესებულია ზემოთ აღნიშნული საკითხებით.

როგორ შეირჩევიან მონაწილეები?

მონაწილეები შეირჩევიან სარეგისტრაციო ფორმით, რეგისტრაციის რიგითობის შესაბამისად. 

შერჩეულ მონაწილეებთან დაკავშირება მოხდება სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის საშუალებით. 

დამატებითი ინფორმაცია

ტრენინგზე დასწრება უფასოა.

კურსს გაუძღვებიან საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლები.

თარიღი: 21 ნოემბერი

დრო: 13:00 - 18:00 საათი.

მისამართი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა N73

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა რეგისტრაციის ფორმა