კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ტრენინგი გორში "გზამკვლევი ქალების ფინანსური დამოუკიდებლობისთვის"

 

საქართველოს ეროვნული ბანკის, „ფინედუსა“ და გერმანული ფონდი შპარკასეს  ორგანიზებით  16 დეკემბერს   გაიმართება ტრენინგი „გზამკვლევი ქალების ფინანსური დამოუკიდებლობისთვის“.  

ტრენინგის მიზანია რეგიონში მცხოვრები  ქალების გაძლიერება ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევისა და თავდაჯერებულობის ამაღლების პროცესში. საგანმანათლებლო დანიშნულებასთან ერთად,  პროექტი მონაწილეებს  სოციალიზაციის და ახალი კონტაქტებისა და მხარდამჭერების შეძენის კარგ შესაძლებლობას აძლევს.  

ტრენინგზე განხილული იქნება საკითხები შემდეგი თანმიმდევრობით:

სესია #1 - ქალები კარიერის საწყის ეტაპზე 

  • როგორ შევქმნათ ეფექტური CV და სამოტივაციო წერილი?
  • შრომის ბაზრის ძირითადი თავისებურებები
  • სად და როგორ მოვიძიოთ ვაკანსია?
  • შესაძლებლობები ქალებისთვის შრომის ბაზარზე 

სესია #2 - ბიუჯეტირება 

  • რა არის ბიუჯეტი, მისი არსი და სახეები?
  • რატომ უნდა შევადგინოთ პირადი ბიუჯეტი?

სესია #3 - დაზოგვა 

  • როგორი დამზოგველები არიან ქალები?
  • დაზოგვის ფორმალური და არაფორმალური მეთოდები 
  • გრძელვადიანი დაზოგვის უპირატესობები 
  • როგორ გახდე ,,აქტიური“ დამზოგავი?   

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება ?

ტრენინგი, ძირითადად, განკუთვნილია იმ ქალებისთვის, რომლებიც კარიერის საწყის ეტაპზე არიან და სურთ  მდგრადი ფინანსური უნარ-ჩვევების შეძენა. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის დაინტერსებულ  ქალს, რომელსაც სურს ცოდნა გაიღრმავოს ზემოთ აღნიშნულ საკითებზე. 

როგორ შეირჩევიან მონაწილეები? 

მონაწილეები შეირჩევიან სარეგისტრაციო ფორმით.

შერჩეულ მონაწილეებთან დაკავშირება მოხდება სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

მონაწილეობა უფასოა და ტრენინგის დასრულების შემდგომ გაიცემა  შესაბამისი სერთიფიკატი. 

ტრენერები: საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები. 

თარიღი : 16 დეკემბერი 

დრო : 12:00 – 17:30  საათი.

ადგილი: გორი