მიკრო და მცირე მეწარმეების ფინანსური განათლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს ტრენერების ტრენინგს საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორში მომუშავე ორგანიზაციებისათვის.
3 აპრილის ტრენერთა ტრენინგს ( TOT ) კომერციული ბანკებისა - ბაზისბანკი, VTB Bank - ვითიბი ბანკი, TBC - თიბისი, Credo Bank / კრედო ბანკი, Liberty • ლიბერთი, FINCA Bank Georgia / ფინკა ბანკი საქართველო - და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების - MBC ემ ბი სი, Crystal • კრისტალი, Georgian Credit • ქართული კრედიტი - წარმომადგენლები დაესწრნენ.
ეს ფინანსური ორგანიზაციები უკვე ახორციელებენ ან უახლოეს პერიოდში გეგმავენ დანერგონ ფინანსური განათლების პროგრამები როგორც საკუთარი ბიზნესკლიენტებისთვის, ისე სხვა მეწარმეებისათვის, რაშიც მათ ეროვნული ბანკის მიერ სპეციალურად მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებული სახელმძღვანელო და ტრენინგმოდული დაეხმარება.