კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ონლაინ ტრენინგები დამწყები და მიკრო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის

ფინანსური განათლების პორტალი "ფინედუ" და საქართველოს ეროვნული ბანკი დამწყები და მიკრო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ონლაინ ტრენინგებს ატარებენ, თემაზე: „ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება.“ 

ტრენინგების მიზანია ხელი შეუწყოს საწარმოების მფლობელებსა და ფინანსურ მენეჯერებს, ასევე, მომავალ მეწარმეებს, შეიძინონ და განავითარონ ის ცოდნა და უნარები, რაც მათ საკუთარი ბიზნესის საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება, მათ შორის, ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის პროცესში.

ტრენინგები ტარდება 3 სესიად, ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ თითოეული სესიის ვიდეოჩანაწერი და პრეზენტაცია.

I სესია - ბიზნესსესხი 

სესია I

  • რა არის ბიზნესსესხი?
  • ბიზნესსესხის მიზნობრიობა და ვადა
  • ბიზნესსესხის უზრუნველყოფა
  • ბიზნესსესხის საპროცენტო განაკვეთი
  • ბიზნესსესხის გადახდა და გრაფიკი

II სესია - როგორ აფასებს ფინანსური ორგანიზაცია ბიზნესის გადახდისუნარიანობას?

სესია II

  • რატომ არის მნიშვნელოვანი ბიზნესის გადახდისუნარიანობის შეფასება
  • საკრედიტო საინფორმაციო ბიურო
  • ფინანსური ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია
  • ფინანსური უწყისები
  • ბიზნესის შეფასება და ფინანსური კოეფიციენტები

III სესია - ფინანსური ორგანიზაციის მომხმარებელთა უფლებები

სესია III

  • მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის მიზნები, პრინციპები და რეგულირებას დაქვემდებარებული ორგანიზაციები
  • მომხმარებლის უფლებები და ფინანსური ორგანიზაციების ვალდებულებები
  • რა კითხვები უნდა დავუსვათ ფინანსურ ორგანიზაციას?

მიკრო და მცირე მეწარმეების ფინანსური განათლების პროგრამა განვითარებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, „ევროპული ფონდის სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპისათვის“ განვითარების პროგრამასთან (EFSE DF) თანამშრომლობითა და ექსპორტის განვითარების ასოციაციის (EDA) ჩართულობით, „ფინანსური განათლების წლის“ ფარგლებში.