კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მეწარმეების ტრენინგი

საქართველოს ეროვნული ბანკი მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ფინანსური განათლების პროგრამის განხორციელებას განაგრძობს. 

ამჯერად, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ბიზნეს აქსელერატორ Spark • სპარკი - ში დამწყები და მოქმედი მეწარმეებისთვის ჩაატარეს ტრენინგი. 

ტრენინგის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ბიზნესის დაფინანსების წყაროების, ფინანსური ორგანიზაციების მიერ ბიზნესის შეფასების გზების, ფინანსური პროდუქტებისა და საკუთარი უფლებების შესახებ. 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს სებ-მა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში,  მიკრო და მცირე ბიზნესის სახელმძღვანელო შეიმუშავა. სახელმძღვანელო შეგიძლიათ იხილოთ აქ.