კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების ონლაინ ტრენინგი

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუ" მასწავლებლების გაძლიერებისთვის ფინანსური წიგნიერების მორიგ ტრენინგს აცხადებს. 5-დღიანი ტრენინგი ონლაინ, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით ჩატარდება.

ტრენინგის დრო: 9, 10, 16, 18, 20 ნოემბერი - 15:00-18:00 სთ.

ტრენინგი გათვალისწინებულია საგან "მოქალაქეობის" მასწავლებლებისათვის, ასევე იმ მასწავლებლებისთვის, რომელთაც სურთ ასწავლონ ფინანსური წიგნიერების საკითხები სკოლაში. ტრენინგზე განხილული იქნება ეროვნული სასწავლო გეგმით მე-7 და მე-9 კლასებისთვის განსაზღვრული შემდეგი ფინანსური და ეკონომიკური საკითხები:

  • ფული და ბარტერი
  • ბაზარი (მოთხოვნა-მიწოდება) და ფასი
  • საჯარო და კერძო საქონელი
  • შემოსავალი, ხარჯვა და ბიუჯეტირება
  • დაზოგვა და დეპოზიტები
  • პროფესია და სამსახური
  • სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები
  • საფინანსო ორგანიზაციები და ფინანსური პროდუქტები
  • დაზღვევა
  • მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობა
  • ფინანსური თაღლითობა და ფინანსური უსაფრთხოება

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ:

  • სერტიფიკატი (ყველა დღეს დასწრების შემთხვევაში) და 
  • სასწავლო მასალა პრაქტიკული საკლასო აქტივობებით.

ტრენინგზე დასწრება უფასოა. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. ტრენინგზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

მასწავლებელთა ტრენინგი რეგისტრაცია