კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ეროვნული ბანკის ონლაინ ტრენინგი მოქალაქეობის მასწავლებლებისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუ (www.finedu.gov.ge) სკოლის მასწავლებლების მხარდაჭერას განაგრძობს.

მოქალაქეობის საგნის მასწავლებლებისათვის 5-დღიანი ტრენინგი ჩატარდება ონლაინ, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით, 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით 16:00 საათიდან 19:00 საათამდე.

ტრენინგზე განხილული იქნება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ფინანსური და ეკონომიკური საკითხები მე-7 და მე-9 კლასებისთვის:

  • ფული და ბარტერი
  • ბაზარი (მოთხოვნა-მიწოდება) და ფასი
  • საჯარო და კერძო საკუთრება
  • შემოსავალი, ხარჯვა და ბიუჯეტირება
  • დაზოგვა და ქველმოქმედება
  • პროფესია და სამსახური
  • სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები
  • საფინანსო ორგანიზაციები და ფინანსური პროდუქტები
  • დაზღვევა
  • მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობა
  • ფინანსური თაღლითობა და ფინანსური უსაფრთხოება

თეორიულ მასალასთან ერთად, მასწავლებლები გაეცნობიან  პრაქტიკულ აქტივობებსა და სავარჯიშოებს, რომლებიც დაეხმარებათ ბავშვებს საკითხების უკეთ გააზრებასა და პრაქტიკული კუთხით დანახვაში.

ტრენინგის მონაწილე მასწავლებლებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი ელექტრონული სერტიფიკატი და დამხმარე სასწავლო მასალა. სერტიფიკატის მისაღებად აუცილებელია ტრენინგზე ხუთივე დღეს დასწრება. 

ტრენინგი ითვალისწინებს ინტერაქტიულ სავარჯიშოებს და ჯგუფურ აქტივობებს, ამიტომ მნიშვნელოვანია გქონდეთ მიკროფონისა და კამერის ჩართვის შესაძლებლობა.

ტრენინგი უფასოა და მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მასწავლებლებს, რომლებსაც არ აქვთ გავლილი აღნიშნული ტრენინგი. მათ, ვისაც გავლილი აქვთ ტრენინგი მხოლოდ მე-9 კლასის საკითხებზე, შეუძლიათ დაესწრონ ტრენინგის პირველ სამ დღეს. 

მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა მოცემულ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSepaU8GuaABCSbDvY7Cf0e1abs3fhD0UgWsP9yicEc1ytp2jA/viewform 

ტრენინგის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

პროექტი ხორციელდება ფინანსური განათლების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრაციის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად, ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხები, 2018 წელს ეროვნულ სასწავლო გეგმაში, საგან "მოქალაქეობაში" ინტეგრირდა. ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდ "შპარკასეს" მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა გაძლიერების პროგრამები 2019 წლიდან დაიწყო. შემუშავდა დამხმარე სახელმძღვანელოები მე-7 და მე-9 კლასის მასწავლებლებისთვის და ამ ეტაპისთვის, გადამზადდა 750-ზე მეტი მასწავლებელი.