ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსში მისაღებად:
- ჩამოტვირთეთ საკონკურსო განაცხადის ფორმა: განაცხადის ფორმა
- შეავსეთ განაცხადი და გამოაგზავნეთ (Word-ის ფორმატში) ელექტონული ფოსტის მისამართზე: info@finedu.gov.ge, 15 ივნისის ჩათვლით;
- წერილის სათაურად მიუთითეთ: "საკონკურსო განაცხადი - ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო";
- დაელოდეთ განაცხადის მიღების დასტურს 2 სამუშაო დღის განმავლობაში თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე.
განაცხადის შევსებისას გაითვალისწინეთ:
- ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე;
- აქტივობების აღწერისას დაცული უნდა იყოს ფორმაში მითითებული სიტყვების რაოდენობა;
- აქტივობის დამადასტურებელი მასალები და რესურსები წინასწარ ატვირთული უნდა იყოს ფაილების გაზიარების რომელიმე პლატფორმაზე (მაგ., Google Drive-ზე) და განაცხადის ფორმაში წარმოდგენილი უნდა იყოს გასაზიარებელი ბმული;
- წარმოდგენილი მასალა არ უნდა მოიცავდეს ფიზიკური პირების (მათ შორის, მოსწავლეების) იდენტიფიცირებად ფოტო ან ვიდეო მასალას;
- განაცხადში წარმოდგენილი უნდა იყოს 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული ფინანსური განათლების აქტივობები/შექმნილი რესურსები.