კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინანსური განათლება სკოლებში: იდეიდან საკლასო ოთახამდე

კონფერენციის მიზანია სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების ხელშეწყობა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და მასწავლებელთა პრაქტიკული მხარდაჭერის გზით. 

კონფერენცია მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ფინანსური განათლების მიმართულებით არსებული ხედვების, პროგრამებისა და შესაძლებლობების წარმოჩენას, ხოლო მეორე მხრივ - მასწავლებლებისთვის პრაქტიკული მიდგომების, საგანმანათლებლო რესურსებისა და გამოცდილების გაზიარებას, რომლებიც მათ სკოლაში ფინანსური განათლების ეფექტიანად ინტეგრირებასა და სწავლებაში დაეხმარება. 

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფინალისტებისა და გამარჯვებულის დაჯილდოება. 

კონფერენცია გააერთიანებს მასწავლებლებს, განათლების, საჯარო და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს, რათა ხელი შეუწყოს სკოლებში ფინანსური განათლების განვითარებასა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას. 

პანელური დისკუსიების ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ ფინანსური განათლების მიმართულებით ეროვნულ ხედვაზე, ფინანსური განათლების საკითხების სკოლაში ინტეგრირებაზე, მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომ პროგრამებსა და რესურსებზე და მომავალი თაობის ფინანსურ განათლებაში საფინანსო სექტორის როლზე.

კონფერენციის პრაქტიკული ნაწილი კი დაეთმობა მასწავლებელთა გამოცდილებისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარებას ვორქშოფების ფორმატში. მონაწილეები იმუშავებენ ფინანსური განათლების პრაქტიკული სწავლების, სხვადასხვა საგანში ინტეგრირების, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებისა და ციფრული ფინანსური უნარების განვითარების იდეებზე.

ჩატარების ადგილი: სასტუმრო პარაგრაფი თბილისი, თავისუფლების მოედანი

კონფერენციის დღის წესრიგი

 

10:30 სთ - რეგისტრაცია

11:00 სთ - კონფერენციის გახსნა 

  • ეკატერინე მიქაბაძე, საქართველოს ეროვნული ბანკი

11:05 სთ - სების ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუ და ფინანსური განათლების ინიციატივები

  • ქეთევან ახალკაცი, საქართველოს ეროვნული ბანკი

11:15 სთ - პანელური დისკუსია - ფინანსური განათლება სკოლებში: ეროვნული ხედვა და უწყებათაშორისი დიალოგი

  • ეკატერინე მიქაბაძე, საქართველოს ეროვნული ბანკი 
  • ლევან ღირსიაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
  • ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო
  • ალექსანდრე ძნელაძე, საქართველოს საბანკო ასოციაცია

11:45 სთ - პანელური დისკუსია - ფინანსური განათლება საკლასო ოთახში: პროგრამები, რესურსები და მხარდაჭერა მასწავლებლებისთვის

  • მაია მარქარაშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკი 
  • მარიამ ჩიქობავა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
  • ტაპი ზაქარიაძე, ბაზისბანკ ჯგუფი
  • ეკატერინე გეგეშიძე, ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო 

12:15 სთ - პანელური დისკუსია - საფინანსო სექტორის როლი მომავალი თაობის ფინანსურ განათლებაში

  • ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისი ბანკი 
  • ეთერ ჩაჩიბაია, მიკრო ბანკი ემბისი
  • თამარ გოგიტიძე, კრედო ბანკი
  • მაგდა ბობოხიძე, საქართველოს ბანკი

12:45 სთ - ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო - კონკურსის დაჯილდოება

  • საქართველოს ეროვნული ბანკი
  • ბაზისბანკ ჯგუფი

13:15 სთ - შესვენება

14:00 სთ - პარალელური ვორქშოფები: წარმატებული ინიციატივები და პროექტები - მასწავლებელთა გამოცდილების გაზიარება

  1. ფინანსური განათლების პრაქტიკული სწავლება - მიმოზა ღოლიჯაშვილი
  2. ფინანსური განათლება საგნებს მიღმა - ინტეგრირებული და პროექტზე დაფუძნებული სწავლება - მაკა ბიბილეიშვილი
  3. ციფრული ტექნოლოგიები ფინანსურ განათლებაში - დავით ჯანდიერი

15:00 სთ - ვორქშოფის მასალების პრეზენტაციები

  • მიმოზა ღოლიჯაშვილი
  • მაკა ბიბილეიშვილი
  • დავით ჯანდიერი

 

პანელური დისკუსია #1: ფინანსური განათლება სკოლებში: ეროვნული ხედვა 

  • კატერინე მიქაბაძე, საქართველოს ეროვნული ბანკი
  • ლევან ღირსიაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
  • ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო
  • ალექსანდრე ძნელაძე, საქართველოს საბანკო ასოციაცია

პანელური დისკუსია შეეხება ფინანსური განათლების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ეროვნულ პოლიტიკას. მონაწილეები იმსჯელებენ, როგორ შეიძლება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და საფინანსო სექტორის თანამშრომლობით ფინანსური განათლების ინტეგრირება სასკოლო განათლებაში, რა შესაძლებლობები და გამოწვევები არსებობს ამ კუთხით და რა ნაბიჯებია საჭირო ახალგაზრდა თაობის სწორი ფინანსური ცოდნის, დამოკიდებულებებისა და უნარ-ჩვევების გასავითარებლად.

 

პანელური დისკუსია #2: ფინანსური განათლება საკლასო ოთახში: პროგრამები, რესურსები და მხარდაჭერა მასწავლებლებისთვის

  • მაია მარქარაშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკი 
  • მარიამ ჩიქობავა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
  • ტაპი ზაქარიაძე, ბაზისბანკ ჯგუფი
  • ეკატერინე გეგეშიძე, ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო 

პანელური დისკუსია შეეხება ფინანსური წიგნიერების პრაქტიკულ დანერგვას სკოლებში. მონაწილეები იმსჯელებენ იმ პროგრამებზე, საგანმანათლებლო რესურსებსა თუ შესაძლებლობებზე, რომლებიც მასწავლებლებს ფინანსური წიგნიერების საკითხების სწავლების პროცესში დაეხმარება. განხილული იქნება ფინანსური წიგნიერების საკითხების სხვადასხვა საგანთან ინტეგრირების გზები, არსებული მიდგომები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერის შესაძლებლობები.

 

პანელური დისკუსია #3: საფინანსო სექტორის როლი მომავალი თაობის ფინანსურ განათლებაში

  • ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისი ბანკი 
  • ეთერ ჩაჩიბაია, მიკრობანკი ემბისი
  • თამარ გოგიტიძე, კრედო ბანკი
  • მაგდა ბობოხიძე, საქართველოს ბანკი

პანელური დისკუსია შეეხება საფინანსო სექტორის შესაძლებლობებსა და პასუხისმგებლობას ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების მხარდაჭერის პროცესში. საფინანსო სექტორის წარმომადგენლები ისაუბრებენ საკუთარ გამოცდილებაზე, განხორციელებულ ფინანსური განათლების ინიციატივებსა და იმსჯელებენ, როგორ შეიძლება იყოს სკოლებში ფინანსური განათლების მხარდაჭერა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი. 

 

ვორქშოფი #1: ფინანსური განათლების პრაქტიკული სწავლება 

მოდერატორი: მიმოზა ღოლიჯაშვილი

ვორქშოფი დაეთმობა ფინანსური განათლების სწავლების პრაქტიკული მეთოდებისა და მიდგომების გაზიარებას, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობასა და ფინანსური ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებას. ყურადღება გამახვილდება სხვადასხვა ასაკის, შესაძლებლობისა და საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვისა და რესურსების შერჩევის საკითხებზე.

პრაქტიკული მუშაობის ფარგლებში მონაწილეები ერთობლივად შეიმუშავებენ საკლასო აქტივობების იდეებს, რომელთა ადაპტირებაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის.

ვორქშოფი #2: ფინანსური განათლება საგნებს მიღმა - ინტეგრირებული და პროექტზე დაფუძნებული სწავლება 

მოდერატორი: მაკა ბიბილეიშვილი

ვორშოფი დაეთმობა ფინანსური განათლების სხვადასხვა საგანში ინტეგრირების შესაძლებლობებს, ასევე პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას, რომელიც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლებს ფინანსური ცოდნა გამოიყენონ რეალური პრობლემის გადასაჭრელად. მონაწილეები გაეცნობიან წარმატებული ინტეგრირებული გაკვეთილებისა და სასკოლო პროექტების მაგალითებს.

პრაქტიკული მუშაობის ფარგლებში მონაწილეები ერთობლივად შეიმუშავებენ ინტეგრირებული გაკვეთილის ან სასკოლო პროექტის იდეებს, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საგნის მასწავლებელთა თანამშრომლობით.

ვორქშოფი #3: ციფრული ტექნოლოგიები ფინანსურ განათლებაში

მოდერატორი: დავით ჯანდიერი

ვორშოფი დაეთმობა ციფრული ტექნოლოგიების - ფინანსური თამაშების, სიმულატორების, აპლიკაციებისა და სხვა ციფრული რესურსების - გამოყენებას ფინანსური წიგნიერების საკითხების სწავლების პროცესში. ყურადღება გამახვილდება  მოსწავლეთა ციფრული ფინანსური კომპეტენციების განვითარებაზე - ციფრული ფინანსური პროდუქტების გააზრებულ გამოყენებასა და ონლაინ ფინანსურ უსაფრთხოების წესებზე.

პრაქტიკული მუშაობის ფარგლებში მონაწილეები ერთობლივად შეიმუშავებენ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაზე დაფუძნებულ სასწავლო აქტივობებსა და იდეებს.