კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

დავალება #4

გილოცავთ, მეოთხე თავსატეხის დავალება ნაპოვნია!

 

როგორ შეასრულოთ ეს დავალება?

ფინედუს საიტზე კალკულატორების მენიუში, დეპოზიტების კატეგორიაში, იპოვეთ კალკულატორი სახელწოდებით „რა თანხას დავზოგავ“ და დაეხმარეთ დავითს გათვლებში:

დავითს დაბადების დღეზე მეგობრებმა 300 ლარი შეუგროვეს და გადაწყვიტა ამ თანხით 1-წლიანი დეპოზიტი გაეხსნა და მომავალი დაბადების დღისთვის ახალი ლეპტოპი შეეძინა;

  • დავითი აპირებს, ყოველთვიურად ხელფასიდან 150 ლარი გადადოს და დეპოზიტს დაამატოს;
  • ერთ-ერთი ბანკის შემოთავაზებით, დეპოზიტს რთული პროცენტი დაერიცხება, უფრო კონკრეტულად კი, 3 თვეში ერთხელ დეპოზიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი ანაბრის თანხაზე ჩაირიცხება;
  • დეპოზიტზე ბანკის მიერ დავითისათვის შეთავაზებული ნომინალური საპროცენტო განაკვეთი თქვენ მიერ ამოხსნილი თავსატეხის პასუხია.

 

დავალების შესასრულებლად გამოთვალეთ - რა თანხას მიიღებს დავითი დეპოზიტზე ვადის ბოლოს.

როგორ დააფიქსიროთ პასუხი?

ფეისბუქის #4 თავსატეხის შესაბამისი პოსტის ქვეშ დაწერეთ კომენტარი და მასში მიუთითეთ: 

  1. დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი ანუ თავსატეხის ამოხსინთ მიღებული უცნობის მნიშვნელობა;
  2. დავითის მიერ დეპოზიტზე 1 წლის შემდეგ მიღებული მთლიანი თანხა ანუ ანაბარზე შეგროვებული თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ჯამი.

 წარმატებას გისურვებთ!