ეს კალკულატორი საშუალებას მოგცემთ, ერთმანეთს შეუდაროთ რაიმე ნივთის, მათ შორის, უძრავი ქონების სესხის საშუალებით ყიდვისა და ქირავნობის ალტერნატივები.
შედარების მიზნით კალკულატორი სესხსა და ქირაზე ჯამურად გადასახდელ თანხებს დაიანგარიშებს და შეადარებს ერთმანეთს, ამასთან, იმ ვადასაც დაიანგარიშებს, როცა ეს ორი თანხა ერთმანეთს გაუტოლდება.
გაითვალისწინეთ, რომ გათვლები ატარებს საორიენტაციო ხასიათს და შესაძლოა, განსხვავდებოდეს ფინანსური ორგანიზაციის გათვლებისგან.
ჯამურად გადასახდელი თანხა სესხზე უფრო მეტია, ვიდრე ქირაში.
გადაწყვეტილების მიღებამდე მიზეზებზეც დაფიქრდით. თუ განსხვავება უმნიშვნელოა, იმის გათვალისწინებით, რომ სესხით ყიდვის შემთხვევაში ნივთი თქვენს საკუთრებაში რჩება, მაინც შეძენა ხომ არ სჯობს?
თუ განსხვავება მნიშვნელოვანია, რა არის ამის მიზეზი - იქნებ ის, რომ ნივთით სარგებლობა საკმაოდ მცირე ვადით გჭირდებათ და, ამიტომაც, ქირის ვადა სესხის ვადაზე გაცილებით ხანმოკლეა? ამ შემთხვევაში, ქირის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანი მიზეზი გქონიათ.
დაბოლოს, ალტერნატივების შედარებისას თავად ნივთის თავისებურებაც გაითვალისწინეთ. შესაძლოა ის სწრაფად ძველდება (მაგალითად, ტექნიკა), თქვენთვის კი გადამწყვეტია მისი მდგომარეობა. ამიტომ ჯამურად გადასახდელი თანხების შედარებასთან ერთად იმ ფაქტორზეც დაფიქრდით, საბოლოოდ რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის - ამ ნივთის საკუთრებაში დარჩენა თუ პერიოდულად მისი სხვა, ახალი ნივთით ჩანაცვლება.
შედეგი და რჩევები:
ჯამურად გადასახდელი თანხა ქირაში უფრო მეტია, ვიდრე სესხზე.
გადაწყვეტილების მიღებამდე მიზეზებზეც დაფიქრდით. იმის გათვალისწინებით, რომ სესხით ყიდვის შემთხვევაში ნივთი თქვენს საკუთრებაში რჩება, სესხის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანი მიზეზი გქონიათ.
თუმცა, ალტერნატივების შედარებისას თავად ნივთის თავისებურებაც გაითვალისწინეთ. შესაძლოა ის სწრაფად ძველდება (მაგალითად, ტექნიკა), თქვენთვის კი გადამწყვეტია მისი მდგომარეობა. ამიტომ ჯამურად გადასახდელი თანხების შედარებასთან ერთად იმ ფაქტორზეც დაფიქრდით, საბოლოოდ რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის - ამ ნივთის საკუთრებაში დარჩენა თუ პერიოდულად მისი სხვა, ახალი ნივთით ჩანაცვლება.