ამ კალკულატორის საშუალებით შეგიძლიათ დაითვალოთ პოტენციური შემოსავალი/ზარალი და შესაბამისად დაადგინოთ კლიენტის ბალანსი და პროცენტული ცვლილება ფინანსური ინსტრუმენტით ვაჭრობის შემდეგ. ლევერიჯი წარმოაჩენს დამოკიდებულებას/ურთიერთობას საკუთარ და სავალო სახსრებს შორის რომელიც გეხმარებათ გამოიანგარიშოთ მთლიან საინვესტიციო კაპიტალში დავალიანების წილი. ის აფასებს საინვესტიციო ფინანსურ რისკს და ზოგად წარმოდგენას უქმნის ინდივიდს მისი ინვესტიციის პოტენციურ/შესაძლო წარმატებაზე. ლევერიჯის კალკულატორის მეშვეობით შეგიძლიათ ზოგადი წარმოდგენა შეიქმნათ თუ რა შედეგი(შემოსავალი/ზარალი) შეიძლება მიიღოს კლიენტმა გარკვეული ფინანსური ინსტრუმენტით ვაჭრობის შემდეგ ისეთი ცვლადების გათვალისწინებით როგორიცაა ვალის ოდენობა მის კაპიტალთან.
გაითვალისწინეთ, რომ კალკულატორები ეფუძნება გარკვეულ დაშვებებს და გამოთვლები საორიენტაციოა. კონკრეტული შემთხვევებისთვის, მნიშვნელოვანი იქნება დასკვნების გამოტანამდე თუ გადაწყვეტილებების მიღებამდე, სხვა დამატებით, სპეციფიკური ფაქტორების გათვალისწინება.
პოტენციური შემოსავალი/ზარალი
0
კლიენტის ბალანსი ვაჭრობის შემდეგ
0
ბალანსის პროცენტული ცვლილება
0