კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

თევზაობა

თევზაობა

3433
2.3 / 5

მოგესალმებით,

ჩვენს მაღაზიაში დიდი ფასდაკლებაა. შეიძინეთ 5 წიგნი 110 ლარის ნაცვლად 49 ლარად და მიიღეთ საბავშვო სახატავი ნაკრები საჩუქრად. წიგნების არჩევა შესაძლებელია ბმულზე - salesale.com.co.url.1%091

სასაჩუქრე ნაკრებში კი შედის: 

  • 10 ფერადი ფანქარი
  • 6 აკვარელის საღებავი
  • 10 სახატავი ფურცელი A4
  • 6 მინი მარკერი
  • საშლელი
  • სათლელი
  • სახაზავი
  • სახატავი ფუნჯი
  • ფანქარი

ჩვენთან მოქმედებს მიწოდების სერვისიც, შეგიძლიათ ისარგებლოთ საკურიერო მომსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით. 

ქვემოთ მიმაგრებულია დოკუმენტი, რომელშიც ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია მითითებული. 

პატივისცემით, ადმინისტრაცია 

 

***

- ნათია, ხომ იცით, რომ საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ პროექტთან. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ფინანსური სიძლიერე. თუ ჩვენ ამ ტენდერს მოვიგებთ ეს ჩვენს პრესტიჟზეც აისახება. სატენდერო მასალები წინ გიწყვიათ, არადა გუშინ უნდა ჩაგებარებინათ, სახლში წაგეღოთ და დაგესრულებინათ, თქვენ კი დღესაც არ ხართ საქმეს მორჩენილი, არავინ მუშაობს აქ ისე როგორც საჭიროა, ღმერთო შენ მიშველე!

- დიახ, ბატონო მერაბ, მალე მოვრჩები და შემოგიტანთ საბუთებს კაბინეტში.

- წესით უკვე ამ საბუთებს უნდა ვეცნობოდე!

- დიახ, მე...

- ქალბატონო ნელი, გთხოვთ, როგორც კი დაასრულებთ ფინანსურ გაანგარიშებას, აღნიშნული დოკუმენტაცია ჩაიტანეთ ბუღალტერთან, მოაწერინეთ ხელი და შემდეგ მე შემომიტანეთ კაბინეტში, შემდეგ... 

- მარი, მალე მითხარი რა გინდა!

- დედა, რატომ ჩურჩულებ?

- ძალიან ბევრი საქმე მაქვს, გთხოვ, მალე მითხარი.

- დე, შენი კომპიუტერი მქონდა და უცებ მეილზე ამომიგდო შეტყობინება, წიგნების ონლაინ მაღაზიიდან იყო, გავხსენი, მნიშვნელოვანიაო ეწერა, თურმე დიდი ფასდაკლება აქვთ, მე რომ მინდოდა ის წიგნებიცაა მარაგში.

- მადროვე, გეხვეწები, ახლა არ მაქვს ამის დრო, საღამოს სახლში მოვალ და გამოვიწეროთ. თან ხომ გთხოვე, ნუ სარგებლობ ჩემი ლეპტოპით- მეთქი. 

- აუ, დედა, გთხოვ რა, საღამოს ისეთი დაღლილი მოხვალ, თან საბა არ გაცდის მაინც არაფრის გაკეთებას, შენ რომ დაგინახავს, ხომ იცი, არ მოგშორდება, თან საქმეები სახლშიც ბევრი გაქვს, მიდი რა, მომწერე შენი ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა და პინკოდი, დანარჩენს მე ვიზამ, კარგი? ადრეც ხომ გამომიწერია მათგან წიგნები, მიდი დე, რა.

- ნათია! ველოდები საბუთებს!

- დიახ, დიახ ბატონო მერაბ, ახლავე. ოხ, მარიამ, კარგი ხო.  

- მადლობა, დეე, მიყვარხარ ძალიან, ძალიან.

მეც

 

***

- გისმენ მარიამ, მალე მითხარი.

- დე, უსაფრთხოების კოდი მოგივიდოდა ნომერზე და მიკარნახე რა?

- რა უსაფრთხოების კოდი?

- თანხის გადარიცხვა რომ შევძლო. 

- 24 56

- როგორ? არ მესმის.

- 2 4 5 6

კარგი, მადლობა. 

 

***

- საბა, რატომ ტირი, მოდი აქ ჩემთან, გამოვიწერ წიგნებს და მერე გეთამაშები, მოიცადე ორი წუთი. 

მოდი, ჯერ ბმულზე ვნახოთ წიგნების ჩამონათვალი. რა სჭირს, არ იხსნება, ტრიალებს, ალბათ ინტერნეტმა გაჭედა, მაუსი რომ მიმაქვს ბმულთან სულ სხვა მისამართს უჩვენებს, მოიცა, აბა პირდაპირ კი არ გავხსნი, დავაკოპირებ და ისე გადავიტან მეილიდან ვებ-ბრაუზერში, ეს რა არის? აქ საერთოდ არ არის ჩამონათვალი, აუ, რა სჭირს? 

მოიცა საბა, ერთ წამს, გაჩერდი! ნუ დარბიხარ! აუუ, მგონი დედას კომპიუტერი გავაფუჭე, კურსორი თავისთვის მოძრაობს, რა ვქნა? 

 

***

სიახლეები

ჰაკერული დაჯგუფება უკვე მერამდენე დანაშაულს ჩადის. 23 მაისს მათ მორიგი თავდასხმა განახორციელეს. ჰაკერები ასრულებენ როგორც დაკვეთებს და ასე იღებენ ფინანსურ მოგებას, ასევე მომხმარებელთა პირადი საბანკო ინფორმაციის მოპოვებით თანხას ხსნიან მათი ანგარიშებიდან და ასრულებენ ტრანზაქციებს გაურკვეველი დომენის მისამართით. ჰაკერები ძირითადად იყენებენ ელექტრონულ ფოსტას. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. მანამდე კი ფინანსური უსაფრთხოებისთვის ექსპერტები გვიზიარებენ რჩევებს: 

  • სიფრთხილე გამოიჩინეთ ელექტრონულ წერილებთან, არ დაუჯეროთ ელექტრონულ წერილებს და შეტყობინებებს, რომლებიც თითქოსდა თქვენი ბანკისგან, ან ცნობილი ორგანიზაციისგან არის, წერილში მოცემულ ბმულზე ითხოვენ გადამისამართებას და ამ ბმულზე, რომელიც თქვენი ინტერნეტბანკის ან გადახდის ვებგვერდის მსგავსია, თქვენი მონაცემების შეყვანას გთხოვენ.
  • მაქსიმალურად შეზღუდეთ საბანკო მონაცემებისა თუ ინფორმაციის გაზიარება სოციალურ ქსელებში. 
  • თუ მიიღებთ მეილს, რომელიც თქვენ ვებბმულზე გადასვლას მოითხოვს ან გეუბნებათ, რომ გახსნათ მიმაგრებული დოკუმენტი, აუცილებლად გადაამოწმეთ ინფორმაცია, რაც არ უნდა ნაცნობი ორგანიზაციისა თუ პიროვნებისგან მიიღოთ აღნიშნული შეტყობინება
  • არ გახსნათ ბმული პირდაპირ, დააკოპირეთ და ისე გადაიტანეთ ვებბრაუზერში.
  • მიიტანეთ მაუსი ბმულთან, სადაც გამოჩნდება ბმულის რეალური მისამართი.
  • გახსოვდეთ, თუ წერილი ნაცნობმა ადამიანმა ან ორგანიზაციამ გამოაგზავნა, ეს არ ნიშნავს, რომ იგი უსაფრთხოა, შესაძლოა მათი მონაცემები გაყალბებულია ან ელექტრონული ფოსტა გატეხილია.
  • არ დაუჯეროთ შეთავაზებებს, რომლებიც რაიმეს მოგებას ან გათამაშებაში მონაწილეობას გპირდებიან და ამისთვის შეთავაზებაში მოცემულ ბმულზე გადასვლით ინტერნეტბანკში შესვლას გთხოვენ.
  • არასოდეს გადახვიდეთ ინტერნეტბანკში ბმულიდან  ამის ნაცვლად წინასწარ დაიმახსოვრეთ თქვენი ინტერნეტბანკის ვებმისამართი და ყოველთვის თქვენით აკრიფეთ ის მისამართის ველში.
  • დააკვირდით ვებგვერდის მისამართის ველს თუ მაინც გადახვედით ბმულზე, კარგად დააკვირდით მისამართის ველს - თაღლითური ვებგვერდის მისამართი ხშირად ერთი ან რამდენიმე სიმბოლოთი განსხვავდება ინტერნეტბანკის ნამდვილი გვერდის მისამართისგან. ამისთვის უნდა იწყებოდეს https:// - ით და მისამართის ველში უნდა ჩანდეს მწვანე ჩაკეტილი ბოქლომის სიმბოლო.
  • არავის გაუზიაროთ 3D უსაფრთხოების კოდი. ინტერნეტში ბარათით გადახდის დროს დამატებითი უსაფრთხოების ხარისხს უზრუნველყოფს 3D სერვისი, რაც მოიცავს ოპერაციის განსახორციელებლად თქვენი ბანკის მიერ ერთჯერადი კოდის თქვენთვის გამოგზავნას და თქვენ მიერ მისი შეყვანით ოპერაციის დადასტურებას - არავის გაუზიაროთ ეს კოდი.
  • გააქტიურეთ SMS მომსახურება. ამ შემთხვევაში შეძლებთ მომენტალურად მიიღოთ შეტყობინება თვქენი ანგარიშიდან განხორციელებული ტრანზაქციის შესახებ.
  • აკონტროლეთ თქვენი ანგარიშის ამონაწერი. საეჭვო ტრანზაქციის შემჩნევის შემთხვევაში სასწრაფოდ დაბლოკეთ ბარათი, შეცვალეთ ინტერნეტბანკის პაროლი და აცნობეთ თქვენს მომსახურე ფინანსურ ორგანიზაციას. 

 

***

- გისმენ, დედა.

- მარიამ, რა ხდება გამაგებინე? რატომ მოიხსნა ანგარიშიდან ამხელა თანხა?

- დედა...

სასწრაფოდ, თათბირია!

 

***

- მეგობრებო, იცით მე ძალიან მიყვარს სპორტული თევზაობა, აქ რამდენიმე ცხოვრებისეული პრინციპი არსებობს, თევზისთვის მტერი იცით რატომაა საშიში? რადგან ის უხილავია. ჩვენს გარშემო დიდი ქაოსია. ტენდერში მონაწილეობას ვეღარ მივიღებთ, მაგრამ ამაზე უფრო საშინელი იცით რა არის? შიდა კავშირებიდან გავიგე, რომ ვიღაცამ უკვე წარადგინა ჩვენი საპროექტო განაცხადის წინასწარი მიმოხილვა, ოღონდ ის "ვიღაც" ნამდვილად არ იყო ჩვენი კომპანიიდან. გაინტერესებთ ბატონებო როგორ? მოღალატე გვყავს! ან იქნებ მითხრათ როგორ მოხდა, რომ ჩვენი პროექტი სხვა კომპანიამ წარადგინა ჩვენზე ადრე?!!! გისმენთ !!!...

ყველგან ქაოსია.