ინვესტიციები და დაზოგვა
გაქვთ სტაბილური შემოსავალი, მაგრამ თანხის დაზოგვას ვერ ახერხებთ?
მე გაგიზიარებთ დაზოგვის ხერხებს, აგრეთვე მოგაწვდით ინვესტირებასთან დაკავშირებულ რჩევებს.
ყველა ჩვენგანს აქვს თავისი სურვილები და ოცნებები. ზოგი ოცნებობს, გაემგზავროს დასასვენებლად საზღვარგარეთ, ზოგს დიდი ხანია ახალი ავეჯის ყიდვა სურს. მაგრამ ყველას თუ აქვს გააზრებული, რომ მიზის დასახვით და მომავალი ნაბიჯების დაგეგმვით ოცნება შეიძლება რეალობად იქცეს.
ინვესტიცია - ყველაზე რაციონალური საშუალებაა ფინანსური მიზნის მისაღწევად.
რა არის ინვესტიცია და რისთვის არის კარგი საშუალება?
ინვესტიცია - ეს არის კაპიტალის დაბანდება გარკვეულ პროექტში, რომელიც მიზნად თანხის მოგებას ისახავს.
ძირითად შემთხვევაში, ინვესტირება იცავს კაპიტალს ინფლაციისაგან. ეს არის გარკვეული სახის პასიური შემოსავალი. უნდა ვიცოდეთ, რომ სხვადასხვა სახის ინვესტირება არსებობს. ინვესტირება აქციებში, ქონებაში, ცოდნაში და სხვა.
ინვესტორს თანხის დაბანდების, ყოველდღიურობაში როგორც ვამბობთ - თანხის ჩადების, შემთხვევაში არ აქვს აუცილებლობა, ბევრი დრო დახარჯოს კაპიტალის სამართავად. მან მთავარია, სწორად აირჩიოს პროექტი.
როგორ უნდა ავირჩიოთ, თუ სად უნდა დავაბანდოთ თანხა?
ყველაზე მნიშვნელოვანია, თანხა დავაბანდოთ იქ, სადაც ღირს ინვესტიციის განხორციელება, სადაც შეიძლება შეიქმნას განვითარებული და განვითარებადი პროდუქტიც.სასურველია,თანხა დააბანდოთ ისეთ საქმიანობაში,რომელიც გაინტერესებთ,ან გქონიათ ამ სფეროში გამოცდილება.
რისკები ინვესტიციის უარყოფითი მხარეა, თუმცა, არც იმდენად უარყოფითი, რომ მისი წონადობა გააბათილოს.
ნებისმიერი ინვესტირების წინ აუცილებლად წარმოიდგინეთ ორი სცენარი - პოზიტიური და ნეგატიური:
პოზიტიური სცენარის შემთხვევაში, თქვენ იღებთ მოგებას და ყველაფერი ისეა, როგორც დაგეგმეთ.
უარყოფითი სცენარის შემთხვევაში,თქვენ კარგავთ ინვესტირებულ თანხას.
აუცილებელია,რაციონალურად შეირჩეს დაბანდებისთვის კაპიტალი და მნიშვნელოვანი ზიანი არ მიაყენოთ თქვენს ბიუჯეტს.
ინვესტირებას იმ კომპანიის აქციებში, რომელიც ისედაც განთქმულია, ნაკლები რისკი აქვს, მაგრამ შესაბამისად ნაკლები მოგებაც. პერსპექტიულ და ნაკლებად ცნობილ კომპანიებში ინვესტირება კი მაღალი რისკია, თუმცა დიდი მოგების მომტანია. თქვენი ასარჩევია, რომელ პოზიციას დაიჭერთ.
თუ ასეთი პერსპექტიული საქმიანობაა, სხვები და პირადად თქვენ რატომ არ წყვეტთ ინვესტიციის გაკეთებას?
ძირითადად ორი მიზეზია:
1) შიში: შიში არის მიზეზი, რის გამოც ვერ ვიღებთ სწორ ფინანსურ გადაწყვეტილებას და შესაბამისად, არ ვცდილობთ, რაიმე ახალი გზით ვიშოვოთ ფული.
2) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფრაზა. «არ მაქვს ახლა საკმარისი ფული» რაც არის ილუზია. გაგიკვირდებათ და ფინანსების სწორი მართვით, ნახავთ, რომ სინამდილეში იმაზე მეტის შესაძლებლობა გაქვთ, ვიდრე გგონიათ. მთავარია, წინასწარ დავგეგმოთ, თუ რა არის ჩვენი ცხოვრებისთვის პრიორიტეტული და რა - მეორეხარისხოვანი.
დაზოგვის ყველაზე მარტივი საშუალება პირადი ბიუჯეტის შექმნაა.
გაგაცნობთ რამდენიმე ხერხს, თუ როგორ შეიძლება დავზოგოთ თანხა.
- გავიაზროთ, თუ რა გვჭირდება ყოველდღიურ ცხოვრებაში და რის გარეშე ვერ გავძლებთ.
- კარგად დავფიქრდეთ ყოველი თანხის დახარჯვის წინ.
დავსვათ კითხვები: ნამდვილად მჭირდება? რამდენად ხშირად მჭირდება? რამდენი ხნით მჭირდება? თუ ზუსტად არ იცით პასუხი ამ სამ კითხვაზე, დიდი შანსია, რომ შენაძენის გაკეთება უფრო სურვილი იყოს ვიდრე საჭიროება.
- იცოდეთ პრიორიტეტები. რისი ყიდვაც გსურთ, ჩამოწერეთ რიგითობის მიხედვით. დასაწყისში - რა არის საჭირო თქვენთვის, ბოლოში - ნაკლებად აუცილებელი.
- იფიქრეთ ნივთების თავიდან გამოყენებაზე. ხშირ შემთხვევაში ჩვენ უარს ვამბობთ ბევრ ნივთზე, რომელიც უკვე შეძენილი გვაქვს და რომლის გამოყენებაც შეგვიძლია. შესაძლოა ზოგიერთი, კარადაში არსებული ნივთის შესახებ არც გვახსოვდეს ან მცირე ხარვეზის გამო ვიწუნებდეთ და უარსაც ვამბობდეთ. დაფიქრდით, იქნებ გადაგდებას შეკეთება სჯობდეს.
ნებისმიერ შემთხვევაში გახსოვდეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის - სურვილი და მოტივაცია. აუცილებლად უნდა გქონდეთ სურვილი, მიაღწიოთ შედეგს და თქვენს მიზანს. როგორც კი ყველა მოქმედება ჩვევაში გადაიზრდება, ყველაფერი მარტივად მოგეჩვენებათ. გახსოვდეთ, რომ თქვენი მომავალი თქვენზეა დამოკიდებული.