საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუ (www.finedu.gov.ge) თიბისი ბანკის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ონლაინ, ZOOM პლატფორმის საშუალებით საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტრენინგს (ვებინარს) ჩაატარებს.
ტრენინგი მიზნად ისახავს ემიგრანტების მხარდაჭერას მათთვის მნიშვნელოვანი ფინანსური განათლების თემებზე ინფორმაციის მიწოდების გზით.
ტრენინგის მოდულის შემუშავებას საფუძვლად დაედო მცირე კვლევითი სამუშაოების შედეგები, რომლითაც გამოიკვეთა ემიგრანტებისთვის საინტერესო ისეთი საკითხები, რის შესახებ ცოდნის ამაღლება, მათი აზრით, ფინანსური მიზნების სწორად დასახვასა და ფინანსურ ბაზარზე არსებული შესაძლებლობების გაცნობაში, ასევე, საკუთარი თანხების ოპტიმალურ განკარგვაში დაეხმარებოდათ. ამასთანავე, მიმდინარე წლის ზაფხულში აღნიშნული ტრენინგკურსი უკვე ჩატარდა 2 სესიად და დამსწრეთა დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა.
ტრენინგის ფორმატი ითვალისწინებს მცირე ლექციებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს. მოდულს გაუძღვებიან ეროვნული ბანკისა და თიბისი ბანკის წარმომადგენლები.
ტრენინგი ჩატარდება:
23-28 სექტემბერს, საქართველოს დროით 16:00 - 17:30 სთ
6 დღიან ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
დღე 1: დაზოგვა და პირადი ბიუჯეტი - გზა ფინანსური მიზნების მისაღწევად
დღე 2: ფინანსური სისტემა - რატომ უნდა ვენდოთ ბანკებს?
დღე 3: საბანკო პროდუქტები და სავალუტო რისკები
დღე 4: მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები
დღე 5: საინვესტიციო შესაძლებლობები
დღე 6: ფინანსური უსაფრთხოება
ტრენინგში მონაწილეობა უფასოა და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ემიგრანტს.
მონაწილეები შეირჩევიან სარეგისტრაციო ფორმით.
რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/NrH8a6c3eEwuwz629
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და დაკავშირება მოხდება რეგისტრირებულთა რიგითობის შესაბამისად.