კონკურსის მიზნებია:
უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტებში საფინანსო სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლება;
სტუდენტებში ცენტრალური ბანკის საქმიანობის პოპულარიზება;
სტუდენტებში გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების წახალისება;
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს.
კონკურსისთვის სარეგისტრაციო პერიოდი განსაზღვრულია 19 - 25 ოქტომბერს.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის მნიშვნელოვანი თარიღებისა და დეტალების შესახებ იხილეთ ბმულზე.
კონკურსი სტუდენტებისთვის ხორციელდება სს „კრედო ბანკის“ მხარდაჭერით.